კიბოს პრევენცია და ზრუნვის გაუმჯობესება საქართველოში

კიბოს პრევენცია და ზრუნვის გაუმჯობესება საქართველოში

პროექტის მიზანი: საქართველოში კიბოს სკრინინგის, მკურნალობის, საზოგადოების ინფორმირებულობისა და ჯანდაცვის სფეროს მუშაკების შესაძლებლობების გაძლიერების გზით, არაგადამდები დაავადებებით, განსაკუთრებით კიბოთი, გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება.

  • პროექტის აღწერა: კიბოს ადრეული გამოვლენა სიცოცხლის გადარჩენის საწინდარია, მაგრამ უამრავი ადამიანი არ ფლობს შესაბამის ინფორმაციასა და არ აქვს სკრინინგულ სერვისებზე წვდომა. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი იწყებს ახალ პროექტს, რომელიც შეცვლის აღნიშნულ მოცემულობას საზოგადოების განათლების, ციფრული ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესების, სამედიცინო პერსონალის გადამზადებისა და სკრინინგ ცენტრების გაძლიერების გზით. პროექტი განახორციელებს ექვს ცნობადობის ამაღლების კამპანიას და შეიმუშავებს პაციენტის საგზაო რუკას, რათა სკრინინგის ნავიგაცია გაადვილდეს; 2026 წელს მოეწყობა ჯგუფური ტრანსპორტირების სერვისი, რომელიც დაეხმარება პაციენტებს მიიღონ სკრინინგული სერვისები ადგილზე; ახალი ციფრული ინსტრუმენტები გააძლიერებს ჯანდაცვის სისტემას: გაუმჯობესდება კიბოს რეესტრი, ხოლო ელექტრონული მოწვევის სისტემა, ონლაინ დაჯავშნის შესაძლებლობა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დიაგნოსტიკა, სკრინინგს უფრო ეფექტიანს გახდის; მაღალი ხარისხის მოვლის უზრუნველსაყოფად, 800-ზე მეტი ჯანდაცვის მუშაკი გაივლის ტრენინგს კიბოს პრევენციაში, ხოლო 20 ტრენერი შეისწავლის მოწინავე ტექნიკას სხვების გადამზადებისთვის; ყოველთვიური მულტიდისციპლინური შეხვედრები გააუმჯობესებს მიმართვიანობასა და კოორდინაციას; სკრინინგ ცენტრები გაძლიერდება ექსპერტების ხელმძღვანელობით ჩატარებული ტრენინგებით, ხოლო ახალი აღჭურვილობა ხელს შეუწყობს კიბოს დიაგნოსტიკას ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში და იაშვილის კლინიკაში თბილისში. ცნობადობის ამაღლების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოცდილი პროფესიონალების მუშაობის შედეგად, ეს ინიციატივა კიბოს სკრინინგს უფრო ხელმისაწვდომ და ეფექტიანს გახდის.
  • პროექტის შედეგები: კიბოს პრევენცია და სკრინინგი გახდება უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტიანი. ეს ინიციატივა გახდის კიბოს ადრეულ დიაგნოსტირებას უფრო მარტივს, სწრაფს და ეფექტიანს, რაც საბოლოოდ გადაარჩენს უამრავ სიცოცხლეს.
  • პროექტის დონორი: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
  • პროექტის ხანგრძლივობა: 2024 - 2027
  • პროექტის ბიუჯეტი: 235 000 ევრო