ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის საპილოტე გადაწყვეტილებები საქართველოში
14. სექტემბერი 2022 მიმდინარე პროექტები

ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის საპილოტე გადაწყვეტილებები საქართველოში

პროექტის მიზანი: ჩამდინარე წყლების მართვის ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში ონის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხელი შეუწყოს საქართველოში წყლის ხარისხისა და რესურსების მართვას.

  • პროექტის პარტნიორი: Sosna

პროექტის აღწერა: საქართველოში ზედაპირული წყლების დაბინძურების მთავარი წყარო მუნიციპალური ჩამდინარე წყლებია, რაც იწვევს ეკოლოგიურ და ჯანმრთელობის პრობლემებს. ონის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკის მხარდაჭერისა და ადგილობრივ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ წყლის დაბინძურების პრობლების აღმოფხვრაზე დაგვეწყო მუშაობა და ჩვენი წვლილი შეგვეტანა საქართველოში წყლის ხარისხისა და რესურსების მართვაში, ონის მუნიციპალიტეტში ჩამდინარე წყლების მართვის ინფრასტრუქტურის მოწყობის გზით. პროექტი მხარს დაუჭერს შემდეგი მიზნების მიღწევას: SDG3 – ჯანსაღი ცხოვრების და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველასთვის და ყველა ასაკში. SDG6 – წყალსა და სანიტარულ პირობებზე ხელმისაწვდომობა და მდგრადი მართვა ყველასთვის.

  • პროექტის შედეგები: ა) ჩამდინარე წყლების მართვის ინფრასტრუქტურის მოწყობა ონის მუნიციპალიტეტში: 1. წინასწარ შერჩეულ ცხელ წერტილებში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადება ჩამდინარე წყლების მართვის სხვა და სხვა
    მდგრადი გადაწყვეტილებების აღწერით. 2. ჩამდინარე წყლების მართვის შესაფერისი მიდგომების პილოტირება
    – წყლის სეპტიკური გაწმენდის სისტემები, ჭაობები, ბიოტუალეტები და სხვ. 3. ასინიზაციის მანქანის შეძენა ჩამდინარე
    წყლების მართვის ადგილებიდან ნარჩენების მართვის უზრუნველსაყოფად. ბ) ადგილობრივი დაინტერესებული
    მხარეების შესაძლებლობების გაზრდა ჩამდინარე წყლების მართვის ღონისძიებების დანერგვის მიზნით: 1. ჩამდინარე წყლების მართვის სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის შემუშავება. 2. სახელმწიფო უწყებების, თვითმმართველობების
    და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება ჩამდინარე წყლების მართვის
    ღონისძიებებთან დაკავშირებით.
  • პროექტის დონორი: სლოვაკეთის განვითარების სააგენტო

Sosna logo_square   slovakaid_gis_male_0