ბავშვთა ადრეული ინტერვენციის და ინკლუზიური განათლების გაუმჯობესება საქართველოში

ბავშვთა ადრეული ინტერვენციის და ინკლუზიური განათლების გაუმჯობესება საქართველოში

პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს ადრეული ასაკის ბავშვთა ზრუნვის სფეროში ეროვნული პოლიტიკის გაუმჯობესებას, ახალი სპეციალისტების მომზადებას და სერვისის მიმწოდებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სერვისების და ინკლუზიური სკოლამდელი განათლების სტრატეგიების დანერგვას შერჩეულ მუნიციპალიტეტებში.

  • პროექტის პარტნიორი: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო
  • პროექტის აღწერა: პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს ადრეული ასაკის ბავშვთა მოვლისა და ინკლუზიური განათლების არსებული პოლიტიკის ანალიზზე და ჩამოაყალიბებს რეკომენდაციებს პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით. გარდა ამისა, ადაპტირებული იქნება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ადრეული ასაკის ბავშვებში, რომელიც წარედგინება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აკრედიტაციის მისაღებად. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში მომზადდებიან ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სპეციალისტები შერჩეულ მუნიციპალიტეტებში სერვისის მიმწოდებელ ცენტრებში სამუშაოდ. ზოგიერთი მათგანი გაივლის ინდივიდუალური ასისტენტის ტრენინგს საბავშვო ბაღებში სამუშაოდ და სპეციალური საგანმანათლებლო და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების დასახმარებლად. საბოლოო ჯამში, შერჩეულ სამიზნე მუნიციპალიტეტებში ხუთი ახალი სერვისცენტრი შეიქმნება და შემდგომ აღიჭურვება. მოეწყობა სასწავლო ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სერვისის მიმწოდებლებისთვის და საბავშვო ბაღის მასწავლებლებისთვის.
  • პროექტის დონორი: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
  • პროექტის ბიუჯეტი: 1 000 000 ევრო

CzechAid logo