უწყვეტი და ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის მომსახურება ყველა ბავშვისთვის საქართველოში
14. სექტემბერი 2022 დასრულებული პროექტები

უწყვეტი და ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის მომსახურება ყველა ბავშვისთვის საქართველოში

პროექტის მიზანი: დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხარისხიან (MCH) მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა სოფლად პირველადი ჯანდაცვის (PHC) დონეზე ტელემედიცინის დანერგვისა და ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების ცენტრის დაარსების გზით. 

  • პროექტის ხანგრძლივობა: ივლისი 2022-თებერვალი 2023
  • პროექტის პარტნიორი: გაეროს ბავშვთა ფონდი
  • პროექტის აღწერა: პროექტის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი „0-6 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრდისა და განვითარების მონიტორინგის ელექტრონული მოდული“ კიდევ უფრო გაუმჯობესდება და დამონტაჟდება შერჩეულ სოფლის სამედიცინო ამბულატორიებში ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, MCH სერვისების დისტანციური მიწოდება დაინერგება ციფრული სერვისების მიწოდების მტკიცებულე ბებზე დაფუძნებული საუკეთესო პრაქტიკის მოდელის შექმნით. კერძოდ, „0-6 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრდისა და განვითარების მონიტორინგის ელექტრონული მოდული“ დაინერგება 50 შერჩეულ ჯანდაცვის დაწესებულებაში. პარალელურად, შეიქმნება ელექ ტრონული პლატფორმა ტელემედიცინის ქსელისთვის. 50 კლინიკის პირველადი ჯანდაცვის გუნდები ტელემედიცინის ქსელით იქნება დაკავშირებული. აღნიშნული 50 ამბულატორიის პერსონალი გაივლის ტრენინგს დისტანციური პედიატრიული მომსახურების შესახებ ახლად დამტკიცებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების გამო ყენებაში; საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაციის ეგიდით შეიქმნება PHC/MCH მომსახურების ხარისხის მართვის ცენტრი, რომელიც განახორციელებს ტელე მედიცინის სერვისზე ზედამხედვე ლობას/მონი ტორინგს. PHC/MCH ხარისხის მართვისა და ტელემედიცინის ჰაბის თანამშრომლებს ჩაუტარდე ბათ შესაბამისი ტრენინგები და ექნებათ ინსტრუმენტები უხარვეზო მუშაობისთვის.
  • პროექტის შედეგები: საქართველოს მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის 50 დაწესებულებაში დაინერგა „0-6 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრდისა და განვითარების მონიტორინგის ელექტრონული მოდული“; 50 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში
    ამოქმედდა ტელემედიცინის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ რეგისტრაციას, დისტანციური ვიზიტების დაგეგმვას და დაჯავშნას, პირდაპირ ვიდეოკონფერენციას, ვიდეოკონფერენციის შენახვასა
    და გადაგზავნას (store-and-forward), ჯანმრთელობის მონაცემების შეგროვებას და შენახვას, შეტყობინებების, შეხსენებებისა
    და გაფრთხილების გაზიარებას, ექიმებს ეხმარება კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებაში; შეიქმნა ტელემედიცინის ქსელისთვის პლატფორმა და იგი დაუკავშირდა „0-6 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრდისა და განვითარების მონიტორინგის ელექტრონულ მოდულს“. შეიქმნა და სწავლება ჩაუტარდა PHC/MCH მომსახურების ხარისხის მართვის ჰაბს, რომლის ფუნქციაა ტელემედიცინის სერვისზე ზედამხედველობა/მონიტორინგი. 50 შერჩეული კლინიკის პერსონალმა
    გაიარა ტრენინგი დისტანციურ პედიატრიულ სერვისების მიწოდების შესახება ხლად დამტკიცებული გაიდლაინებისა
    და პროტოკოლების შესაბამისად; შერჩეულმა სპეციალისტებმა გაიარეს ტრენინგი ტელემედიცინის საშუალებით
    ბენეფიციარების უსაფრთხოებისა და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველსაყოფად.
  • დონორი: ევროკავშირი

EU4Georgia Horizontal Geo  unicef-for-every-child-logo