საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად კოვიდ 19 ის დროს

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად კოვიდ 19 ის დროს

პროექტის სახელწოდება: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად კოვიდ 19 ის პანდემიის დროს

  • პროექტის ხანგრძლივობა: იანვარი 2021-ივნისი 2021
  • პროექტის პარტნიორი: საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, ჯანდაცვის სამინისტრო
  • პროექტის აღწერა: პროექტი უზრუნველყოფს Covid- სასტუმროების პორტატული ჟანგბადის კონცენტრატორებით უზრუნველყოფას: Covid- სასტუმროები სამეგრელო-ზემო სვანეთში და მიმდებარე რეგიონებში უზრუნველყოფილი იქნება პორტატული ჟანგბადის კონცენტრატორებით. Covid- სასტუმროების სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგების ორგანიზება: პაციენტთა მდგომარეობის უკეთ მონიტორინგისა და Covid- სასტუმროებში სათანადო სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება ტრენინგები Covid-19 მსუბუქი შემთხვევების მართვის შესახებ. 
    კოვიდ-სასტუმროების სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგების ორგანიზება სპეციალური საჭიროების მქონე პირთა კომუნიკაციისა და მოვლის სპეციფიკაზე. იმისათვის, რომ უზრუნველყოს ხარისხიანი ზრუნვა და სამედიცინო მომსახურებებში თანაბარი ხელმისაწვდომობა კოვიდ-სასტუმროებში პაციენტების ყველა ჯგუფისთვის, Covid-სასტუმროს პერონალისთვის ჩატარდება ტრენინგი სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირებისთვის მომსახურების გაწევაზე. 
    საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან თანამშრომლობით, სოფლის ექიმებს მიეწდოდებათ დამცავი აღჭურვილობა, პულსის-ოქსიმეტრი და კომპიუტერულ მოწყობილობა. ამ აქტივობით პროექტი ხელს უწყობს პირველადი ჯანდაცვის ფუნქციონირებას სოფლად კოვიდ 19 პანდემიისას.
    პროექტი მოიცავს 500 ზე მეტ ექიმსა და ექთანს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში. 
  • ბიუჯეტი: 100 0000 ევრო
  • დონორი: Visegrad Fund

    visegrad_fund_logo_blue_800px-1  korean Logo