მდგრადი მესაქონლეობის, პროდუქტიულობის ზრდისა და ბაზრის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში

მდგრადი მესაქონლეობის, პროდუქტიულობის ზრდისა და ბაზრის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში

მდგრადი მესაქონლეობის, პროდუქტიულობის ზრდისა და ბაზრის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში

  • პროექტის ხანგრძლივობა: 2022-2024
  • პროექტის აღწერა: მიუხედავად იმისა, რომ მესაქონლეობა საკმაოდ გავრცელებულია საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, ეს დარგი ერთ-ერთი ყველაზე დაბალშემოსავლიანია და არ შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი აღნიშნული რეგიონების სოციო-ეკონომიკურ განვითარებაში. ამ პრობლემის საპასუხოდ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი იწყებს ახალ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს თუშეთის, ფშავ-ხევსურეთისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ფერმერთა შემოსავლების გაზრდას. აღნიშნულის მისაღწევად ვიმუშავებთ საქონლის მოშენებისა და კვების, ცხოველის ჯანმრთელობის მოვლის, საძოვრების მართვის არსებული პრაქტიკის შესაცვლელად უფრო მდგრადი და პროდუქტიული პრაქტიკის დანერგვის მიზნით.

პროექტის ფარგლებში ჩვენი ორგანიზაცია იმუშავებს ადგილობრივი ფერმერების ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ბიზნესის განვითარების, სანიტარული და ფიტოსანიტარული სტანდარტებისა და კლიენტებთან და ფინანსებთან კავშირის გაუმჯობესების გზით. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ექსპერტები გადაამზადებენ ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებს, ვეტერინარებსა და ფერმერებს ხელოვნურ ინტელექტში, ცხოველების სწორ მოვლაში, საძოვრების მდგრად მართვაში, საკვების წარმოებასა და საქონლის გამოკვებისა სწორ პრაქტიკაში. გარდა ამისა, გაიცემა შესაბამისი გრანტები მეცხოველეობისთვის საჭირო აღჭურვილობისათვის.

პროექტი მოიცავს თუშეთის, ფშავ-ხევსურეთის და ხულოს მუნიციპალიტეტის 75 ფერმერს. ასევე, ვეტერინარებს, IT სპეციალისტებს, მყიდველებსა და შუამავლებს, ჩეხურ კომპანიებს. პროექტის საბოლოო ბენეფიციარები იქნებიან  მცირე ფერმერთა ოჯახები და ხსენებული ტერიტორიების მაცხოვრებლები.

  • პროექტის შედეგები: პროექტის შედეგად იმ ფერმერების რაოდენობა, რომლებიც მდგრადი და უფრო პროდუქტიული მესაქონლეობის პრაქტიკას მისდევენ, გაიზრდება. შერჩეულ ფერმერებს ექნებათ უკეთესი წვდომა ბაზარზე და მათი შემოსავალი გაიზრდება შესაბამისად. ამასთან, ქართველ ფერმერებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ჩეხური სოფლის მეურნეობის პრაქტიკას B2B შეხვედრების მეშვეობით.
  • დონორი: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
  • ბიუჯეტი: 400 000 ევრო