ქცევითი ფაქტორების დამოკიდებულების განსაზღვრა აივტესტირების დაბალ მაჩვენებელზე საქართველოში

ქცევითი ფაქტორების დამოკიდებულების განსაზღვრა აივტესტირების დაბალ მაჩვენებელზე საქართველოში

პროექტის სახელწოდება: ქცევითი ფაქტორების დამოკიდებულების განსაზღვრა აივტესტირების დაბალ მაჩვენებელზე საქართველოში

  • პროექტის ხანგრძლივობა: სექტემბერი 2021 – სექტემბერი 2022
  • პროექტის პარტნიორი: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), UNDP საქართველო, UNFPA საქართველო, თანადგომა
  • პროექტის აღწერა: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აივინფექციის 8 765 რეგისტრირებული შემთხვევაა და ჩვენი ქვეყანა აივინფექციის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება, შესაბამისი ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, უახლოეს მომავალში დაავადების სწრაფი გავრცელებაა მოსალოდნელი, რადგან ინფიცირებულთა დაახლოებით 40%-მა არ არის იცის, რომ აივინფექციის მატარებელია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი ტესტირების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, რაც ზრდის დაავადების შემდგომი გადაცემის რისკის შანსს და ხელს უწყობს გვიანი დიაგნოზის მქონე პირების ცხოვრების ხარისხის გაუარესებას. საქართველოში აივტესტირების მაჩვენებლის გაზრდის მიზნით, პროექტი უზრუნველყოფს რესურსებს აივტესტირებასთან დაკავშირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისთვის. ამასთან, გაზრდის ჯანდაცვის პროფესიონალების შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ახალგაზრდები უზრუნველყონ კონფიდენციალური და სანდო სამედიცინო კონსულტაციით, ყოველგვარი სტიგმის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ცნობიერების ამაღლებისა და აივტესტირების მსურველთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, პროექტის ფარგლებში შემუშავდება და გავრცელდება სამიზნე ჯგუფებზე მორგებული ქცევით-ინფორმაციული მესიჯები. პროექტის ინოვაციური კომპონენტი ე.წ. რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა იქნება, რომლის ფარგლებშიც, სამიზნე ჯგუფებზე ზემოქმედების მიზნით, ხსენებული მესიჯების რამდენიმე ვერსია შემუშავდება. აღნიშნული კვლევის შედეგები შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებს გადაეცემათ, ეს უკანასკნელნი კი იმ მესიჯებს გაავრცელებენ საზოგადოებაში, რომლებმაც, კვლევის შედეგების თანახმად, ქვეყანაში აივტესტირების რაოდენობის ზრდა უნდა გამოიწვიოს. ხსენებული აქტივობები, განსაკუთრებით კი მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება, განხორციელდება ჩეხური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საფუძველზე. ამასთან, დაეყრდნობა ჩეხეთისა და UNDP-ის პარტნიორობის შედეგად განხორციელებული პროგრამის "ექსპერტები მოთხოვნით" ფარგლებში უკვე მიღწეულ პროგრესს.
  • პროექტის შედეგები: მომზადდება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს (NCDC) გადაეცემა აივტესტირებასთან დაკავშირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისათვის საჭირო რესურსები; გაიზრდება ჯანდაცვის პროფესიონალების შესაძლებლობები იმისთვის, რომ ახალგაზრდებს სტიგმის გარეშე მიეწოდოთ კონსულტაცია აივინფექციის თვითტესტირებასთან დაკავშირებით; საზოგადოების ინფორმირებისა და მათი აივ თვითტესტირებაში ჩართვის მოტივაციის გასაზრდელად, შეიქმნება და გაიტესტება შესაბამისი მესიჯები.
  • დონორი: ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო  საქმეთა სამინისტრო, UNDP/CUP
  • ბიუჯეტი: 54 770 $

Czech Development Agency - Logo (1)  UNDP  CCRC Georgia