ონის მუნიციპალიტეტის მოწყვლადი  თემების მედეგობის გაუმჯობესება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ

ონის მუნიციპალიტეტის მოწყვლადი თემების მედეგობის გაუმჯობესება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ

პროექტის მიზანი: გააუმჯობესოს ინდივიდებისა და თემების მდგრადობა იმისთვის, რომ მათ უკეთ შეძლონ კლიმატის ცვლილების ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების რისკის მართვა.

პროექტის დონორი: ჩეხეთის ჰუმანიტარული დახმარებისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო

დონორი: ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პროექტის შედეგები: პროექტის ფარგლებში შეფასდება ონის მუნიციპალიტეტში არსებული ჰიდროლოგიური და გეოლოგიური რისკები, რის საფუძველზეც მომზადდება საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა ონის მუნიციპალიტეტისათვის. აღნიშნულ პროცესში, კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის მიმართულებით გადამზადდებიან მერიის წარმომადგენლები. პროექტში დაგეგნილი აქტივობები ეფუძნება თანამონაწილეობრივ მიდგომებს, შესაბამისად ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, პროექტის ექსპერტებთან ერთობლივად იმუშავებ დაგეგმილ აქტივობებზე. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტისათვის შემუშავდება კატასტროფების რისკის მართვის სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს რისკის შემცირებისა და მართვის ეტაპზე სამიზნე ჯგუფების მონაწილეობას. პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები. მაღალი რისკის ზონებში არსებული სკოლებისათვის შემუშავდება საგანგებო სიტუაციების რისკის მართვის გეგმები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ სკოლების მედეგობის გაუმჯობესების მიზნით. გეგმების შემუშავების შემდეგ პროექტი უზრუნველყოფს სიმულაციურ ვარჯიშებს და სასკოლო საზოგადოების გადამზადებას თემზე დაფუძნებული კატასტროფების რისკის მართვის მიმართულებით. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით კი პროექტის ფარგლებში ჩატარდება კამპანიები და საინფორმაციო შეხვედრები.

პროექტის ბიუჯეტი: 112 317,91 ევრო