ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში

ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში

პროექტის დასახელება: ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში

  • პროექტის ხანგრძლივობა: 2017-2020
  • პროექტის პარტნიორი: ჯანდაცვის სამინისტრო, ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა
  • პროექტის აღწერა: პროექტის  ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში  უმთავრესი მიზანია განსაკუთრებული მოვლის საჭიროების ბავშვებისთვის  ხანგრძლივი მზრუნველობის სერვისების განვითარება.  პროექტის სამიზნე ჯგუფებია: ბავშვები, რომლებიც ხანგრძლივ და პალიატიური მზრუნველობის სერვისებს საჭიროებენ, პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, რომლებიც ამ სექტორში მუშაობენ. პროექტის ფარგლებში მუშავდება სერვისის საკანონმდებლო ჩარჩო (კონცეფცია, ოპერაციული სტანდარტები, შესაბამისი საკანონმდებლო აქტების მიმოხილვა, ლიცენზირების პირობები) და  ამავდროულად ხორციელდება სპეციალისტთა გუნდის შესაძლებლობათა გაძლიერება, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  (TSMU) ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში ახლად შექმნილ  ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის განყოფილებას მოემსახურება. პროექტის მეორე კომპონენტის ფარგლებში  ბავშვთა ჰოსპისში „ციცინათელების ქვეყანა“ მულტი-სენსორული ოთახის  განახლება და აღჭურვა განხორციელდა, სადაც წელიწადში დაახლოებით 25 ბენეფიციარს თერაპიული მომსახურება გაეწევა. 
  • ბიუჯეტი: 327, 759 ევრო
  • დონორი: ჩეხეთის განვითარების სააგენტო 


    Czech Development Agency - Logo (1)