სოფლის განვითარება და ბუნებრივი რესურსების მართვა

beneficiary from tusheti, cheese making 

სოფლის  განვითარება და  ბუნებრივი რესურსების მართვა საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.  მოსახლეობის 42.8% (1,591.9 ათასი) სოფლად ცხოვრობს. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე, ასე რომ ამ სექტორის მდგრადი განვითარება ბუნებრივი რესურსების  შესაბამის მართვასთან ერთობლიობაში  მნიშვნელოვანია სტაბილური აგრო წარმოების უზრუნველყოფისთვის და  სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული რეგიონების განვითარებისთვის.    

ამ მიმართულებით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის განვითარების უზრუნველყოფას სასოფლო-სამეურნეო და სხვა ალტერნატიული შემოსავლის წყაროს  შექმნისთვის აუცილებელი ქმედებების  მხარდაჭერის გზით და ბუნებრივი რესურსების და ნარჩენების მართვის მდგრადი მართვის ხელშეწყობას. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG)  პროგრამის სამიზნე ჯგუფს  მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა წამოადგენს. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ტრადიციული მეურნეობის მხარდაჭერა თუშეთში“ საქართველოს ერთ-ერთ  შორეულ რეგიონში თუშეთში ხორციელდება, რომლის მიზანია ტრადიციული მეურნეობის განვითარება, როგორიცაა  სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა და მატყლის გადამუშავება, გარდა ამისა ეს ინიციატივა ეხმარება რეგიონს ტურიზმის განვითარებაში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში ( CCRG)  პარტნიორებთან - ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელი (HMMR) და PMC კვლევით ცენტრთან ერთად ახორციელებს პროექტს - „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“.

პროექტის მთავარი მიზანია სოფლად არსებული სიღარიბის შემცირება. ამ ინიციატივის კონკრეტული ამოცანაა ხულოს მუნიციპალიტეტში  დასაქმების და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციის საშუალებით.  2019 წლიდან, საგრანტო კომპონენტის სახით  სოფლის განვითარების მცირე პროექტებზე 1,000,000 ევრომდე იქნა გამოყოფილი.   

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან https://apa.gov.ge/eng  მჭიდრო თანამშრომლობით,  ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები, რათა პოზიტიური ცვლილებები შევიტანოთ  სუფთა, უსაფრთხო და ლამაზი  გარემოს შენარჩუნებაში.  გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში ( CCRG) ახორციელებს პროექტს  „ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიასა და დამხმარე ზონებში მდგრადი ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავება“.

Nebyly nalezeny žádné položky.