მიმდინარე პროექტები

პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში
9. იანვარი 2020 მიმდინარე პროექტები

პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში

საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს https://www.moh.gov.ge/  (MoILSHA)   ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს პირველადი ჯანდაცვის სექტორის განვითარება წარმოადგენს. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს http://www.czschaid.cz/eng  მხარდაჭერით  ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის ხარისხის სერვისების გაუმჯობესებაში ეხმარება, სთავაზობს ხარისხის შეფასების და გაუმჯობესების ინსტრუმენტების შემუშავებას, რომელთა გამოყენებაც სრულიად საქართველოში  შესაძლებელი იქნება.  

აუტიზმის სპექტრის მქონე პირების სერვისების  გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში
30. დეკემბერი 2019 მიმდინარე პროექტები

აუტიზმის სპექტრის მქონე პირების სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) 2018 წლის ანგარიშის თანახმად, 2016 წლის მონაცემით, როდესაც 68 ბავშვიდან 1 აღენიშნებოდა აუტიზმის ნიშნები, 2018 წელს უკვე 59 ბავშვიდან ერთს აღინიშნება, რაც 15% -იან ზრდაზე მიუთითებს. ვინაიდან საქართველოში არ ჩატარებულა კვლევა აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდების რაოდენობის დადგენაზე, შესაძლოა რიცხვი  7000 დან 16000 მდე მერყეობდეს. 2018 წლის განმავლობაში დაახლოებით 1000 მდე ბავშვმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან  ადგილობრივი პროვაიდერების მხრიდან აუტიზმის სერვისებით ისარგებლა. თუმცა უფრო მეტი მოზარდი და ზრდასრული პირი  შესაძლოა საჭიროებდეს მსგავს სერვისებს, რომლებზეც წვდომა არ გააჩნიათ.

ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში
10. დეკემბერი 2019 მიმდინარე პროექტები

ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში

პროექტის  ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში  უმთავრესი მიზანია განსაკუთრებული მოვლის საჭიროების ბავშვებისთვის  ხანგრძლივი მზრუნველობის სერვისების განვითარება.  პროექტის სამიზნე ჯგუფებია: ბავშვები, რომლებიც ხანგრძლივ და პალიატიური მზრუნველობის სერვისებს საჭიროებენ, პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, რომლებიც ამ სექტორში მუშაობენ.

სამეგრელოში სკრინინგის სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობა
22. ოქტომბერი 2019 მიმდინარე პროექტები

სამეგრელოში სკრინინგის სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობა

პროექტის მიზანია ეროვნული კიბოს სკრინინგის პროგრამების (ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატის და სწორი ნაწლავის კიბოს) გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სოფლების და აფხაზეთის მოსახლეობისთვის.