ჯანდაცვა და სოციალური სფერო

primary helathcare laboratory

ადამიანი, რომელსაც  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს საკუთარი ადამიანური შესაძლებლობების გამოყენებას სრულყოფილად ვერ ახერხებს, შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკური ზრდაც შენელებულია. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მუშაობის მთავარი მიმართულება მარგინალურ და გარკვეულ შესაძლებლობებს მოკლებულ ჯგუფებთან ურთიერთობა წარმოადგენს. საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის (CCR) საქმიანობის დაწყების დღიდან, ორგანიზაცია სოციალურ და ჯანმრთელობის სექტორთან დაკავშირებულ პრობლემატიკას ემსახურება. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) ჯანმრთელობის და სოციალური ზრუნვის სფეროებში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანას აგრძელებს, კერძოდ კი შემდეგ გამოკვეთილ საჭიროებებზეა ფოკუსირებული: 

  • პროფესიონალთა სიმცირე (განსაკუთრებით რეგიონებში), რომელთაც ადრეულ ეტაპზე შეეძლებათ შენელებული განვითარების რისკის გამოვლენა (მაგ. აუტიზმი),  განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის/ზრდასრულთათვის დიაგნოზის და სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდება;
  • საქართველოს მასშტაბით ხარისხიანი პირველადი ჯანმრთელობის რგოლის საჭიროების აუცილებელობა, რაც ჯანმრთელობის ელექტრონული საინფორმაციო სისტემების მიერ შემოწმდება და შეფასდება;
  • ონკოლოგიის, ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის და პალიატიური მზრუნველობის  და სხვა სფეროებში არსებული სერვისებისა და კანონმდებლობის სიმცირე;
  • მოსახლეობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის (როგორიცაა ჯანმრთელი ცხოვრების წესი-ფიზიკური აქტივობა, მოწევა, ალკოჰოლის მიღება და სხვა) მიმართ ცნობიერების სიმცირე, რამაც მოსახლეობის მიერ ჯანმრთელობასთან  დაკავშირებული  ქცევის  შეცვლა უნდა გამოიწვიოს. 

ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის (MoILHSA) https://www.moh.gov.ge/en/ სამინისტროს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სექტორების რეფორმირების პროცესში ეხმარება, რაც შესაბამისი ჯანმრთელობის/სოციალური დაცვის პოლიტიკების და საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებას მოიცავს.   

მიმდინარე პროექტების მიზნებია: პირველადი ჯანდაცვის რგოლის ხარისხის გაუმჯობესება, ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის და პალიატიური მზრუნველობის სერვისების გამართვა, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის შესაძლებლობათა გაძლიერება და ხარისხიანი სერვისების მიწოდება და დასავლეთ საქართველოს რეგიონში ეროვნული კიბოს სკრინინგ პროგრამებში დაინტერესებულ პირთა ხელმისაწვდომობის გაზრდა.  ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) ხსენებულ პროექტებს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს http://www.czechaid.cz/en/ დაფინანსებით ახორციელებს.

Nebyly nalezeny žádné položky.