ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის შედეგები გამოცხადდა
25. დეკემბერი 2019 ახალი ამბები

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის შედეგები გამოცხადდა

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG), გამოცხადებული სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის შედეგები გამოცხადდა.

საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე სულ შემოვიდა 102 განაცხადი. აღნიშნული პროექტები შეფასდა გარე შემფასებელი კომპანიისა (აგრო-სერვის კონსალტინგი) და ENPARD ხულო პროექტის მონიტორინგის სამსახურის მიერ. შემოსული პროექტებიდან წინასწარ მინიჭებული მინიმალური ბარიერი გადალახა და საგრანტო კონკურსის მესამე, ვერბალური პრეზენტაციის ეტაპზე, გადავიდა 67 პროექტი. ხულოს LAG-ის ხუთ კაციანი საგრანტო კომიტეტი შეხვდა პროექტების ავტორებს და მოისმინა პრეზენტაცია. კვოტების, საგრანტო ბიუჯეტის შეზღუდვებისა და საგრანტო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე გასაუბრება წარმატებით გაიარა 45-მა პროექტმა.

გამარჯვებული პროექტები პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით გადანაწილდა შემდეგნაირად:

  • ტურიზმი სოფლად – 9
  • სოფლის მეურნეობა – 11
  • სოციალური და კომუნალური ინფრასტრუქტურა - 1
  • კულტურა,ჯანმრთელობა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა – 4
  • არასასოფლო სამეურნეო საქმიანობები – 20

პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში.