ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ტურისტული კომპანიებისათვის საინფორმაციო ტური გაიმართა
1. თებერვალი 2020 ახალი ამბები

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ტურისტული კომპანიებისათვის საინფორმაციო ტური გაიმართა

2020 წლის თებერვალში, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში,  14 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელისთვის, 2 დღიანი საინფორმაციო ტური გაიმართა. ინფო-ტური მიზნად ისახავდა  ხულოს მუნიციპალიტეტის, როგორც ზამთრის ტურისტული დანიშნულების ადგილის უკეთ წარმოჩენას  და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას არსებული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ.

საინფორმაციო ტურის პირველ დღეს, ENPARD ხულოს პროექტის გუნდი  შეხვდა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს და  პროექტის შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა  საუბარი ძირითადად შეეხო ტურიზმის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს. მონაწილეებს გადაეცათ,   პროექტის ფარგლებში შემუშავებული ხულოს ტურისტული ბუკლეტები სადაც მოცემულია ინფორმაცია ხულოში არსებულ ტურისტული ღირსშესანიშნაობების და სერვისების შესახებ. .

ინფო-ტურის მეორე დღეს, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები ეწვივნენ კურორტ გოდერძს და შეხვდნენ კურორტის ადმინისტრაციის თანამშრომელს, ნუკრი პაქსაძეს, რომელმაც მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაციაკურორტზე არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმების შესახებ. მონაწილეებმა ისარგებლეს კურორტის სხავდასხვა მომსახურებით, მათ შორის სათხილამურო საბაგიროთი და სასრიალო ტრასებით.

ინფო-ტურის დასასრულს, მონაწილეებს მიეწოდათ ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული საოჯახო სასტუმროებისა და სხვა სერვისების მიმწოდებელი კომპანიების საკონტაქტო ინფორმაცია. თანდართული მოკლე აღწერილობით.

ENPARD ხულო პროექტის ფარგლებში შექმნილი, ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიხედვით, ტურიზმის განვითარება სოფლად წარმოადგენს ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას. შესაბამისად, მსგავსი ღონისძიებებით, პროექტი მხარს უჭერს რეგიონის ტურისტულად გააქტიურებას, ზრდის ტურისტული კომპანიების დაინტერესებას და ინფორმირებულობას მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული სერვისების შესახებ.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში.