ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ყაზბეგსა და მესტიაში
19. ნოემბერი 2019 ახალი ამბები

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ყაზბეგსა და მესტიაში

ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ხულოს განვითარების ჯგუფი (LAG) პროექტის „საოჯახო სასტუმროებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ყაზბეგის და მესტიის მუნიციპალიტეტებს ეწვია საოჯახო სასტუმროების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მიზნით.

სასწავლო ვიზიტში 13 საოჯახო სასტუმროს ოპერატორი მონაწილეობდა და 4 დღეს გაგრძელდა. მასტერკლასს გაუძღვნენ ადგილობრივი საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები.

ხულოს საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის:

  •  სხვადასხვა ტურისტულ საიტებზე დარეგისტრირება,
  • აგრო-ტურიზმი და მისი დადებითი მხარეები,
  •  ფასების რეგულირება სეზონების მიხედვით,
  •  საოჯახო სასტუმროს მართვის პრაქტიკული თავისებურებანი,
  • დამატებითი მომსახურების გაწევა [ტრანსფერი, ტურების ორგანიზება და.შ],
  • ადგილობრივი კულტურის და ისტორიის გაცნობა სტუმრისთვის,
  • კვების ორგანიზება
  • ნომრის მოწესრიგება,
  • რეკლამის როლი და სპეციფიკა თანამედროვე ტურიზმის სფეროში,
  • დაბალანსებული მენიუს მნიშვნელობა,
  • სტუმრის მიღების სპეციფიკა.

ზემოთ მოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით ჩატარდა პრაქტიკული აქტივობები და გაიმართა აქტიური დისკუსია საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლების მხრიდან.

პროექტი დაფინანსებულია ამერიკის საელჩოს მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში - თანადაფინანსებით.