წაიკითხე მეტი ჩვენს დეპარტამენტში მუშაობის შესახებ

ჩვენი გუნდის წევრები აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან და გვსიამოვნებს ამ საქმის კეთება. მისიაში სულ 9 ადამიანი ვართ, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 200-ზე მეტი დასაქმებული გვყავს. ჩვენ ადამიანებს იმის დაჯერებაში ვეხმარებით, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა დაეხმარონ თავიანთ თავს და საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ. ჩვენ ვიცით ვისთვის ვმუშაობთ და რომ ჩვენს სამუშაოს მართლაც აქვს გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელს აქვს კარგი ცოდნა იმისა, თუ როგორ მუშაობს განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციები. პროექტებს კი ადგილობრივ პარტნიორებსა და დარგის ექსპერტებთან ერთად სამი გამოცდილი პროექტის მენეჯერი ახორციელებს. ძირითადი გუნდი შედგება კვალიფიციური ადამიანებისგან ფინანსებში, კომუნიკაციებში, პროექტის მენეჯმენტსა და სხვ. მისია აქტიურად მუშაობს გარე კომუნიკაციებზე, რათა შესაბამისად წარმოაჩინოს თავისი მუშაობის შედეგები.

საქართველოს მისიის კარი ყოველთვის ღიაა გამოცდილი პროფესიონალებისთვის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით.

რას ვთავაზობთ მომავალ კოლეგებს

  • გამოცდილებას სტაბილურ და სერიოზულ არასამთავრობო ორგანიზაციაში
  • ენთუზიაზმით აღსავსე, გამოცდილი გუნდის წევრობას, რომელიც ყოველთვის მზადაა დახმარება გაგიწიოს
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • სივრცეს შენი ინოვაციური იდეებისთვის და შესაძლებლობას შენი ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების დაგროვებისთვის
  • დისტანციურ სამუშაო მოდელს
  • გუნდურობაზე მიმართულ აქტივობებს