სტაჟირება და მოხალისეობა

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში გთავაზობთ უამრავ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ჩვენს პროექტებში ჩაერთოთ, როგორც მოხალისე ან სტაჟორი. აღნიშნული ინიციატივა არის თითოეული იმ ადამიანისთვის, ვისაც აქვს ინტერესი და სურს ჩვენი მუშაობის მხარდაჭერა და კიდევ უფრო მეტად განვითარება. სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და უბრალოდ მონდომებულ ადამიანებს შეუძლიათ სტაჟირების პროგრამა თავიანთი სფეროს შესაბამისად გაიარონ.

004737_05_0996002

„არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება საინტერესოა. შემიძლია ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს და ამავდროულად, დავეხმარო ადამიანებს. ეს მსიამოვნებს და ამასთან, ჩემი კარმაც უმჯობესდება“,

– ამბობს ადელა, კომუნიკაციების მიმართულების სტაჟორი

ვისთვის არის სტაჟირება?
ჩვენი სტაჟირების პროგრამები განსხვავდება და დამოკიდებულია კონკრეტული პროექტის ან ორგანიზაციის ზოგად აქტივობებსა და საჭირობებზე, მათ შორის, კომუნიკაციების, ოფისის მენეჯმენტის, შესყიდვების, ფინანსების და სხვ. მიმართულებით. სტუდენტებსა და ახლადკურსდამთავრებულებს, რომელთაც ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მუშაობა აინტერესებთ, შეუძლიათ შემოგვიერთდნენ 6 თვის განმავლობაში (მინიმუმ 20 სთ კვირაში).

რა უნარებს უნდა ფლობდე?
გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია ვართ, სტაჟორი კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას და ჰქონდეს კარგი საკომუნიკაციო უნარები. სტაჟირების ფოკუსიდან გამომდინარე, კანდიდატს მოეთხოვება კონკრეტული დარგის ცოდნა.
რით შემიძლია დახმარება, როგორც მოხალისეს?
მოხალისეობრივი ჩართულობა გულისხმობს მოკლე ან გრძელვადიან მუშაობას უშუალოდ ბენეფიციარებთან. თქვენს მოტივაციას და მონდომებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობისას.

რას გთავაზობთ სანაცვლოდ?
შესაძლებლობას, რომ იმუშავოთ გამოცდილ და მონდომებულ გუნდთან ერთად, გაიღრმავოთ ცოდნა დარგის ექსპერტებთან თანამშრომლობის პროცესში და შეიძინოთ ახალი კონტაქტები. ამგვარ პროგრამაში ჩართულობა შესაძლოა გრძელვადიან თანამშრომლობად იქცეს. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, რომ გადმოგცეთ შესაბამისი სერტიფიკატი ან საჭიროებისამებრ, გავცეთ რეკომენდაცია.

 

დაინტერესდით ჩვენთან სტაჟირებით ან მოხალისეობრივი თანამშომლობით?

თვალი მიადევნეთ ჩვენს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ვაკანსიებს და გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: ccrg@caritas.cz