მოწვევა ‘’მეხორცული მესაქონლეობის განვითარების მხარდამჭერ’’ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 
2. ივნისი 2023 სიახლეები

მოწვევა ‘’მეხორცული მესაქონლეობის განვითარების მხარდამჭერ’’ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ‘’მდგრადი მესაქონლეობის, პროდუქტიულობის ზრდისა და ბაზრის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში’’ ფარგლებში, აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს, რომლის მიზანია მეხორცეული მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობა, პროდუქციის ზრდის და დამატებითი შემოსავლის მომტანი საქმიანობების დაფინანსების გზით, გაფართოების პოტენციალის და/ან სურვილის მქონე მსხვილფეხა მესაქონლე ფერმებისთვის.   

shutterstock_1855312099

კონკურსის აღწერა და პირობები 

შესაძლო საპროექტო მიმართულებები: 

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება მსხვილფეხა მეხორცული მესაქონლეობის ღირებულებათა ჯაჭვის სრული ციკლი, კერძოდ: 

  • მაღალხარისხიანი და ყუათიანი საკვების წარმოება შენახვა/დასაწყობება (საკვები კულტურების მოყვანა, მოსავლის აღება და გადამუშავება კომბინირებული საკვების წარმოების ჩათვლით, სასაწყობო აღჭურვილობა და ა.შ.); 
  • საძოვრების მართვა (საძოვრების მოსაწყობად და სამართავად საჭირო აღჭურვილობა); 
  • ცხოველთა მოვლა/შენახვა (სადგომებისა და ცხოველთა მოვლის აღჭურვილობა);
  • ხორცის წარმოება/რეალიზაცია (სასაკლაოს აღჭურვილობა, ხორცის ლოჯისტიკისა და დამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა, შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირებისა და სარეალიზაციო წერტილების მოწყობის ჩათვლით);
  • სხვა მომიჯნავე მიმართულებები, რაც დაკავშირებულია მეხორცული მესაქონლეობის განვითარებასთან. 

 საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება მხოლოდ ძირითადი საშუალებები.  

ბიზნესიდეების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: 

ხულოს, დუშეთის, (ფშავ-ხევსურეთის ისტორიული ტერიტორია: მაღაროსკარის, უკანაფშავის და ბარისახოს ადმინისტრაციული თემები) ახმეტის (თუშეთის და ზემო/ქვემო ალვანი) მუნიციპალიტეტების მკვიდრებს, ვინც ფლობს მსხვილფეხა მესაქონლეობის მცირე ფერმას (მინიმუმ 7-8 სული) და მუშაობს მეხორცეული მეურნეობის განვითარების მიმართულებით.  

კონკურსში მონაწილეობისთვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული საპროექტო იდეის განაცხადისა და ბიუჯეტის თანდართული ფორმები, სადაც უნდა ჩანდეს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის დაფინანსებისა და თანადაფინანსების წვლილი. 

იმ შემთხვევაში, თუკი ბიზნესიდეის წარმდგენი აპლიკანტი ბიზნესიდეის წარდგენის მომენტისათვის არ არის რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტად, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დაფინანსების მისაღებად ის ვალდებული იქნება, გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს მეწარმეთა შესახება კანონის შესაბამისად.  

არ ფინანსდება:  

  • ერთი და იგივე  აპლიკანტის მიერ შემოტანილი ორი სხვადასხვა ბიზნეს იდეა
  • აპლიკანტის მიერ შემოტანილი განაცხადი, თუ მას გააჩნია სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანება
  • ბიზნესის მიმდინარე/ცვალებადი ხარჯები (თანამშრომელთა ხელფასები, ქირა, იჯარა, ნედლეულის და სახარჯი მასალების ღირებულება, კომუნალური გადასახადები და სხვა)
  • მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციის საფასური
  • კონტრაქტის გაფორმებამდე გაწეული ხარჯები
  • მოწყობილობების შეძენა, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება აღნიშნულ საპროექტო იდეას
  • საკონსულტაციო მომსახურების ხარჯები
  • მიწასთან და უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებული ხარჯები
  • ინფრასტრუქტურასთან და მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯები
  • სხვა სახის ხარჯები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის პროექტის ბიუჯეტში
  • პროექტები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული მეხორცული მესაქონლეობის ჯაჭვის განვითარებასთან.  

 საგრანტო პროექტის დაფინანსების სქემა და ხანგრძლივობა

  • ერთ ბიზნესიდეაზე გასაცემი საგრანტო თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს.
  • აპლიკანტისაგან მოთხოვნილი თანადაფინანსების ოდენობა არ უნდა იყოს პროექტის სრული ღირებულების 30%-ზე ნაკლები (მაგალითად, თუ პროექტის სრული ღირებულება შეადგენს 20 000 ლარს, აპლიკანტის თანამონაწილეობა არ უნდა იყოს 6000 ლარზე ნაკლები).
  • აპლიკანტის თანამონაწილეობად ჩაითვლება მხოლოდ კაპიტალურ ინვესტიციაში განხორციელებული ფინანსური თანამონაწილეობა.
  • განსახორციელებელი პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ათვლა დაიწყება ხელშეკრულები ხელმოწერის თარიღიდან.
  • პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდების და ქალების ჩართულობა, მაგრამ არ გახლავთ სავალდებულო
  • ბიზნესგეგმის კონკურსში გამარჯვებულ აპლიკანტებს კონტრაქტის დადებამდე ევალებათ წარმოადგინონ ცნობა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფლობის შესახებ (ცნობას გასცემს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო). 

 პროექტის დოკუმენტების წარდგენის წესი

აპლიკანტმა პროექტის დოკუმენტები  უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით, ქართულ ენაზე, შესაბამისი ფორმების მიხედვით, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: ccrg-tender@caritas.cz  გთხოვთ, ველში “თემა” (Subject) მიუთითოთ: საგრანტო კონკურსი და აპლიკანტის სახელი და გვარი, მაგალითად: ‘’საგრანტო კონკურსი – ზვიად ზვიადაური’’.  

წარსადგენი დოკუმენტაცია: დანართი 1 – ბიზნესიდეის განაცხადის ფორმა; დანართი 2 – ბიზნესიდეის ბიუჯეტის ფორმა 

განსახილველად დარეგისტრირდება მხოლოდ თანდართული განაცხადის ფორმის შესაბამისად შევსებული განაცხადები. დაგვიანებით, განსხვავებული ფორმით წარმოდგენილი და არასრულად შევსებული  განაცხადები არ განიხილება.  

 პროექტის ეტაპები

 I ეტაპი - ბიზნესიდეების მიღება და შეფასება 

  • საკონსულტაციო შეხვედრები მიზნობრივ ტერიტორიებზე: 02.06.2023 – 25.06.2023
  • ბიზნესიდეის განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 26.06.2023, 18:00 საათი (თბილისის დროით).  საბოლოო ვადის გასვლის შემდეგ შემოტანილი განაცხადები არ მიიღება. 
  • ბიზნესიდეების განხილვა და გამარჯვებულების გამოვლენა 05.07.2023 

II ეტაპი - ბიზნეს გეგმის მომზადება, მიღება და შეფასება 

  • ბიზნესიდეების კონკურსში გამარჯვებული ბენეფიციარებისათვის კონსულტირება ბიზნესგეგმის შედგენის მიმართულებით
  • შედგენილი ბიზნესგეგმის, მისი დანართების და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტების შედგენა, შეგროვება და ჩაბარება 05.07.2023-31.07.2023
  • ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი შეარჩევს არანაკლებ 10 პროექტს წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე 
  • ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მოახდენს პოტენციური ბენეფიციარების შეფასებას ადგილზე და განაცხადებს საბოლოო შეფასებისთვის წარუდგენს საგრანტო კომისიას, რომელიც განაცხადების განხილვის შემდეგ გამოავლენს გამარჯვებულ ბენეფიციარებს 01-31.08.2023
  • გამარჯვებულ ბენეფიციარებთან გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება, სადაც გაიწერება მხარეთა ვალდებულებები და შესრულების ვადები. 

საპროექტო განაცხადის ფორმა და ბიუჯეტი იხილეთ აქ: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=463846

 საკონტაქტო ინფორმაცია

საგრანტო კომპონენტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ასლან ართმელაძეს, პროექტის უფროს კოორდინატორს (ორშაბათი პარასკევი 09:00 – 18:00)