„ძლიერი სოფელი ნიშნავს ძლიერ ქვეყანას“ – როგორია სოფლის განვითარების გზა საქართველოში
21. თებერვალი 2023 სიახლეები

„ძლიერი სოფელი ნიშნავს ძლიერ ქვეყანას“ – როგორია სოფლის განვითარების გზა საქართველოში

გსურს შეიტყო მეტი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქმიანობის შესახებ? ცოტა ხნის წინ ინტერვიუების სერიაზე მუშაობა დავიწყეთ, რომელთა მეშვეობითაც უფრო მეტს გიამბობთ ჩვენი ორგანიზაციის საქართველოს ოფისის საქმიანობაზე. ამჯერად ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისის პროექტის მენეჯერს, გიორგი მურვანიძეს ვესაუბრეთ.

IMG_1549

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი სოფლის განვითარების მიმართულებით მრავალი წელია მუშაობს. როგორია ჩვენი ორგანიზაციის ხედვა და შედეგები, რომლებსაც ამ წლებში მივაღწიეთ? 

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აქტიურად მუშაობს სოფლის განვითარებისათვის საჭირო პროექტებზე. ჩვენი ხედვა ამგვარია – ძლიერი სოფელი ნიშნავს ძლიერ ქვეყანას. ძლიერი სოფელი ასევე ნიშნავს სამუშაო ადგილების შექმნას და სოფლიდან ქალაქში მიგრაციის შემცირებას. ამასთან, მიგვაჩნია, რომ სოფლის განვითარებაში უდიდესი როლი ქალებსა და ახალგაზრდებს აქვთ.

ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტებიდან ყველაზე მასშტაბური ENPARD ხულო იყო, რომლის ბიუჯეტმაც ორ მილიონი ევრო შეადგინა, საიდანაც ერთი მილიონი ბენეფიციარებისათვის გრანტების გაცემაზე დაიხარჯა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჯამში 953 975 ევროს მოცულობის 68 გრანტი გაიცა, შედეგად კი 300 სამუშაო ადგილი შეიქმნა. გამარჯვებულთაგან 35 სტარტაპი იყო. მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ადგილობრივ მთავრობას 81 120 ევროს ღირებულების ტექნიკა გადაეცა.

ამასთან, მონაწილეობა მივიღეთ ზემო აჭარის სტრატეგიის შექმნაშიც. ასევე, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებასაც ვუწყობდით ხელს და ვთავაზობდით სხვადსხვა სახის საგანმანათლებლო მომსახურებას იმისთვის, რომ მათ შეძლებოდათ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა, კომპეტენციების განვითარება და შემდგომი დასაქმება.

პროექტის მონაწილეთა ბიზნესმენეჯმენტის უნარებისა და მათ მერ წარმოებული პროდუქტების მდგრადობის შესანარჩუნებლად, ჩატარდა ცამეტი ტრენინგი, რომელშიც 220-მა ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგები ჩატარდა შემდეგ თემებზე: საძოვრების მართვა, ტყის მდგრადი მართვა, კატასტროფის რისკის შემცირება, აგროტურიზმი და ეკოტურიზმი. ჯამში 18 ტრენინგი ჩაუტარდა 273 ბენეფიციარს. ხულოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის პოტენციალის გასაზრდელად, 2018 და 2019 წლებში ხულო ფესტი გაიმართა. ასევე, 2020 წელს დავაორგანიზეთ ორი ვიზიტი ტუროპერატორებისთვის თბილისიდან და ბათუმიდან.

ამჟამად ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ვახორციელებთ პროექტს, რომლის მიზანიც არის მესაქონლეობის განვითარება საქართველოს სამ მაღალმთიან რეგიონში. პროექტის მიზანია ფერმერების შემოსავლების გაზრდის ხელშესაწყობა, ეფექტური წარმოების რესურსის, შესაბამისი ცოდნის და ბაზარზე ხემისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით. პროექტის ფარგლებში უკვე გადავამზადეთ ფერმერები და ვეტერინარები, ასევე მონაცვლეობითი ძოვების პრაქტიკის დასანერგად გამოვავლინეთ სადემონსტრაციო ნაკვეთები. შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია გრანტების გაცემა მეცხოველეობისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად.

Guram Dzirkvadze 5

როგორ უნდა განვითარდეს რეგიონები? რა არის ძირითადი სექტორები, რომლებზეც ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარება დაბალანსებული იყოს, კომპლექსური, ასე ვთქვათ. ჰოლისტური მიდგომა აუცილებელია. რაც შეეხება სექტორებს, მათი განვითარება რეგიონის სპეციფიკაზეა დამოკიდებული. ზოგ რეგიონში, შესაძლოა, წამყვანი იყოს ტურიზმი, ზოგში – სოფლის მეურნეობა და ა.შ. ჩვენი მიდგომა ამგვარია  – თავდაპირველად შევისწავლით რეგიონის სპეციფიკას, შესაძლებლობებს, გამოწვევებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვსახავთ პრიორიტეტებს და ვაყალიბებთ პროექტებს.

აღსანიშნავია, რომ დღეს საკანონმდებლო დონეზე გამოწვევები ნაკლებადაა, დაწესებულია გაარკვეული შეღავათები, რომლითაც ფერმერებს შეუძლიათ ისარგებლონ. ბოლო დაახლოებით ათი წლის განმავლობაში შეიცვალა თვითონ სახელმწიფოს დამოკიდებულება სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართ. უამრავი პროექტი ხორციელდება თვითონ სახელმწიფოს მიერ, როგორიც არის, მაგალითად, „დანერგე მომავალი“, „აწარმოე საქართველოში“ და სხვ. ასევე, სოფლის განვითარებისთვის დიდი ბიუჯეტი აქვს გამოყოფილი ევროკავშირს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს.

გამოწვევას უფრო მეტად მოსახლეობის მიდგომასა და მათ ბიზნესორიენტაციაში ვხედავ – მოსახლეობას აკლია გამოცდილება, თავდაჯერებულობა და სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკის ცოდნა. თანამედროვე პრაქტიკა კი დაკავშირებულია ინვესტიციებთან, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობისთვის ხელმისაწდვომი არ არის. რაც მეტი ინვესტიცია ჩაიდება, მით მეტი ამოგება იქნება პროდუქციის სახით.

311127768_8063657450372185_5140662446703145122_n

ჩვენი ამჟამინდელი პროექტის შესახებ გვიამბეთ ვრცლად – რა ეტაპზე ხართ და პროექტის საუკეთესო შედეგს როგორს ელოდებით?

ჩვენი პროექტი მიმართულია მეცხოველეობის განვითარებაზე, კერძოდ, მეხორცეული მეცხოველეობის მიმართულებით. პროექტი მიმდინარეობს სამ მაღალმთიან ტერიტორიაზე, ხულოს მუნიციპალიტეტში, ფშავ ხევსურეთსა და თუშეთში. პროექტის ერთი მიმართულება მოიცავს ფერმერების კვალიფიკაციის ამაღლებას შესაბამისი ტრენინგების მეშვეობით, ხოლო მეორე გულისხმობს საგრანტო კომპონენტს, რომელიც მიმართული იქნება გრანტების გაცემაზე მცირე პროექტების განსახორციელებლად, რაც მოიცავს მეხორცული მესაქონლეობის განვითარებას ფერმერისთვის ხელსაყრელი მიმართულებით დაწყებული საკვებ ბაზის გაუმჯობესებით, დამთავრებული მცირე ტექნიკის შესყიდვით, რომელიც საქონლის კვების ხარჯებს შეამცირებს და ა.შ . 

პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და ორგანიზაცია LAND O LAKES საძოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაპარტნიორდნენ. შედეგად სამი სადემონსტრაციო ნაკვეთი შეიქმნება, სამ სამიზნე ტერიტორიულ ერთეულზე, რაც ხელს შეუწყობს მაღალმთიან ტერიტორიებზე საძოვrების ხარისხის გაიმჯობესების პრაქტიკი დამკვიდრებას. LAND O LAKE თან დაპარტნიორების ფარგლებში, CCR უზრუნველყო დამატებითი ინვესტიციები მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის. 

სოფლის მეურნეობის განვითარების და ხელშეწყობის ტიპის პროექტებში მნიშნველოვანია ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობას იმისთვის, რომ მოხდეს მათი ეკონომიკურად გაძლიერება, რომელიც სოფლად ცხოვრების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. პროექტი აქტიურად რთავს ქალ ფერმერებს სხვადასხვა აქტივობაში იმისთვის, რომ შეძლოს ქალი ფერმერი ფენომენის მხარდაჭერა და აგრეთვე უზრუნველყოს ქალთა ეკონომიკური გაძლიერება. 

2023 წლისთვის პროექტის ფარგლებში განსაკუთრებით ვიმუშავებთ ხელოვნური განაყოფეირების პრაქტიკის დასანერგად და პოპულარიზებისთვის მაღალმთიან ტერიტორიებზე. დაგეგმილია შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა, სწავლება და უშუალოდ პრაქტიკული პროცედურების ჩატარება, რომელიც ზაფხულის პერიოდში იქნება.

shutterstock_1855312099

რა ტიპის ხელშეწყობა სჭირდება სოფელს განვითარებისთვის, რას ისურვებდით სამომავლოდ ქართველი ფერმერებისთვის? 

სოფლის მეურნეობის დარგი არ არის საკმარისად კონკურენტული ამ ეტაპზე იმისთვის, რომ დამოუკიდებლად განვითაარდეს. შესაბამისად, საქართველოს მცირე მიწიანობის პირობებში, საჭიროა სახელმწიფოს, დონორი ორგანიზაციებისა და კერძო ინვესტორების მაქსიმალური და სწორი ჩართულობა. 

რაც შეეხება ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს, სამომვლოდ აქტიურად ვითანამშრომლოთ დონორებთან, წარვადგენთ ჩვენს ხედვასა და პროექტებს შესაბამისი დაფინანსებს მისაღებად სოფლის და სოფლის მეურნეობის განსვითარებლად.