ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მნიშვნელოვნად ეყრდნობა ქალთა ძალას
6. მარტი 2022 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მნიშვნელოვნად ეყრდნობა ქალთა ძალას

ქართველი ქალები საკუთარ სიძლიერეს საუკუნეების განმავლობაში ამტკიცებდნენ, თუმცა ქვეყანაში თანაბარი შესაძლებლობებისა და თანასწორობის მიმართულებით გამოწვევები კვლავ რჩება. ქართველ ქალებს ისევ უწევთ იმის მტკიცება, რომ ისეთივე ჭკვიანები და ძლიერები არიან, როგორც კაცები. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს მისია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქალების როლს და მათ გაძლიერებას თავისი საქმიანობის ფარგლებში.

eka

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ეკატერინე მესხრიკაძე ჩვენს ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენლობის დაფუძნებიდან მუშაობს. თავისი აქტივობების ფარგლებში, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის რეგიონების განვითარებასა და გარემოს დაცვაში. მისი მხარდაჭერით ორგანიზაციის ქართულმა მისიამ მნიშვნელოვანი პარტნიორობა დაამყარა საჯარო და კერძო სექტორის არაერთ წარმომადგენელთან.

ეკატერინე ამბობს, რომ ქალების თვისებების – ემპათიურობა, კრეატიულობა და შრომისმოყვარეობა – გათვალისწინებით, მათი ჩართულობა ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების თანამშრომლობაში მნიშვნელოვნად ეხმარება ქალთა როლისა და მათი უფლებების გააზრებას საზოგადოების მიერ:

ერთი მხრივ, ეს სექტორი ძალიან საინტერესოასაშუალებას გაძლევს სხვადასხვა სფეროს შეეჭიდო და ყოველდღიური რუტინა საინტერესოდ აქციო; საშუალება გაქვს დაეხმარო მათ, ვინც ამას საჭიროებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვხედავ, რომ ჩემი მუშაობის შედეგად წვლილი შემაქვს ვიღაცის გაბედნიერებაში ან წარმატებაში, განსაკუთრებით როდესაც საქმე ჩემი ქვეყნის ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარებას ეხება. თუმცა, მეორე მხრივ, ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს და რაც მთავარია, ბალანსს სამსახურსა და ოჯახს შორის“.

ეკატერინეს სურვილია ქართველი ქალები უფრო აქტიურები იყვნენ, საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენება შეძლონ და ამ გზით შექმნან უკეთესი მომავალი თავიანთი თავისთვისა და ქვეყნისთვის:

მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია ძლიერი ქვეყანა ავაშენოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ქალებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ საქართველოს განვითარებაში“.

rusudan

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერი რუსუდან ჩხუბიანიშვილი განვითარების სექტორში 2005 წლიდან მუშაობს. ის ამბობს, რომ თავისი საქმიანობის ფარგლებში ის ყოველთვის თანაბრად და დაფასებულად გრძნობდა თავს. ჩვენი ორგანიზაციის პროექტების ფარგლებში, რუსუდანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების საზოგადოებაში უკეთესად ჩართულობისა და საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაუმჯობესებაში:

რუსუდანის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ საქართველოში ქალებს ნაკლები პრივილეგია აქვთ, ვიდრე კაცებს:

შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, საქართველოში ქალები ყოველთვის იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, გადაწყვეტილების მიმღებნი. თუმცა, ქალის სამუშაოში სრულად ჩართულობა ბევრ სირთულესთანაა კავშირში. მეც დედა ვარ და მინდა ჩემი თავი ასევე თანაბრად მივუძღვნა შვილებს. ქალმა ოქროს შუალედი უნდა მოძებნოს იმისთვის, რომ თანაბრად რეალიზებული იყოს სამსახურში და ოჯახში. ვფიქრობ, რომ ამაში წარმატებას მივაღწიე“.

რუსუდანი ყველა ქალს სიძლიერეს, მუდმივ განვითარებას, სიახლეების ძიებასა და საკუთარი უნარების სრულ რეალიზებას უსურვებს:

და, რა თქმა უნდა, ბედნიერებასა და პანდემიის დასრულებას. თუმცა, ეს ყველას ეხება, გენდერის და მიუხედავად“.

IMG_2583tamara

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერი თამარ კურტანიძე უკვე წლებია, რაც ჩვენს ორგანიზაციაში მნიშვნელოვან პროექტებს უძღვება. მისი აქტივობების ძირითადი ნაწილი მიმართულია ადამიანის უფლებების დაცვაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორში. კერძოდ, თამარი აქტიურად მუშაობს პაციენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დასაცავად საგანმანათლებლო აქტივობების, ცნობიერების ამაღლების კამპანიებისა და შესაბამისი სერვისების დანერგვის გზით. აღნიშნული ინტერვენციები მოიცავს კომპლექსურ პროექტებს, რომლებიც სისტემური ცვლილებების განხორციელებას ემსახურება და წვლილი შეაქვს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში.

თამარს სჯერა, რომ ქალებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების სექტორში. ის ამბობს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მას საშუალებას აძლევს, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებაში დონორული მხარდაჭერით:

ამ სექტორში ქალთა ჩართულობა უკეთესად წარმოაჩენს ქალთა როლს საზოგადოებაში და ხელს უწყობს ქალთა უფლებების წინ წამოწევას მთელ მსოფლიოში, მათ შორის – შშმ ქალების. მინდა ყველა ქალს ბედნიერება, დაცული ცხოვრება, თვითგანვითარებისა და თვითრეალიზების შესაძლებლობა ვუსურვო“.

ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ქალებს, რომლებიც პოზიტიური ცვლილებებისთვის იბრძვიან

DSC_9114

მაია შიშნიაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გამორჩეული ბენეფიციარი და პარტნიორია. მაია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დედაა და ბევრს იბრძვის ბავშვთა, მოზარდთა და ზრდასრულთა თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობებისთვის:

როგორია ქალის ყოფა ჩვენს ქვეყანაში? ერთი მხრივ, იყო გაღმერთებული, კვარლცხბეკზე შეყენებული, პატივისცემით გარშემორტყმული. ხოლო მეორე მხრივ, ძალადობის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი, თუ ამ ამაღლებულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებ.“

მაია ამბობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დედობა ნიშნავს საკმაოდ რთულ მოცემულობაში ცხოვრებას – მაღალი პასუხისმგებლობა შვილზე, ნაკლები თანადგომა და რაც მთავარია, დაბალი შესაძლებლობები ბავშვზე სათანადო ზრუნვისათვის:

ეს ყველაფერი კი ძალიან დიდი ემოციური თუ ფინანსური ტვირთის ზიდვას გულისხმობს, ასევე – სოციალურ იზოლაციას დანარჩენი საზოგადოებისგან. მათ შორის, სტიგმასა და სტერეოტიპების მსხვერპლად ყოფნას. ან გადაჭარბებულ შეფასებას გმირობას. მაშინ, როდესაც შენ მხოლოდ ჩვეულებრივ ქალად ყოფნა გინდა“.

მაია ამბობს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერა შშმ პირთა უფლებების და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნისათვის მნიშვნელოვანი შეხიდებაა ამ ბრძოლაში. მისი თქმით, განსაკუთრებულ შვებას გრძნობს, როცა ხედავს, რომ მისი შვილის მომავლის ასაშენებლად გვერდით ძლიერი ორგანიზაცია უდგას.

მაიას სურვილია ქალთა საერთაშორისო დღემ თავისი მნიშნელობა დაკარგოს და  ქალთა უფლებები სრულფასოვნად იყოს რეალიზებული და გარანტირებული:

მინდა, რომ ყველა დედას, რომელსაც შშმ ბავშვი ჰყავს, გლოვის პერიოდი არ ჰქონდეს გასავლელი. იცოდეს და სჯეროდეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მისი შვილი ისეთივე რესურსებითა და ღირსებით იცხოვრებს, როგორითაც ცხოვრობენ არა შშმ შვილები ან მათი დედები. მინდა რომ იცოდეს, საზოგადოებაში შეტანილი მისი წვლილი თანასწორად იქნება დაფასებული“.