პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში (ფაზა II)

პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში (ფაზა II)

პროექტის სახელწოდება: პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში (ფაზა II)

  • პროექტის ხანგრძლივობა: მაისი 2020- ივნისი 2023
  • პროექტის პარტნიორი: ჯანდაცვის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი
  • პროექტის აღწერა: ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მიმართულებით, რაც მოიცავს: პირველად ჯანდაცვაში ხარისხის მართვის ინსტრუმენტების დანერგვას, ქვეყნის მასშტაბით ყოვლისმომცველი საინფორმაციო სისტემის გადაწყვეტილებების შექმნას   პირველადი ჯანდაცვისთვის და კვალიფიკაციის სტანდარტების და მოთხოვნების განახლებას და უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ჩამოყალიბებას პირველადი ჯანდაცვის პერსონალისთვის.პროექტის შედეგებით ისარგებლებს მთლიანად ქვეყანა, ვინაიდან თითოეული შედეგი საბოლოო ჯამში გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს. საწყის ეტაპზე პროექტის პილოტირება დაგეგმილია მცხეთა-მთიანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების შერჩეულ მუნიციპალიტეტებში. ამასთანავე, პროექტი აგრძელებს პირველადი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაზომვისა და გაუმჯობესების სისტემის სრულყოფას თბილისის ხუთ საპილოტე სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მიმდინარეობდა პროექტის პირველი ფაზა. მთლიანობაში, 46 სამედიცინო დაწესებულება ჩაერთვება პროექტში.
  • ბიუჯეტი: 1, 266,257 ევრო
  • დონორი: ჩეხეთის განვითარების სააგენტო


Czech Development Agency - Logo (1) logo_ka download