ნურავის გამოვტოვებთ – პოლიტიკიდან პრაქტიკისკენ შეზღუდული შესაძლებლობის ინკლუზიური განვითარება

ნურავის გამოვტოვებთ – პოლიტიკიდან პრაქტიკისკენ შეზღუდული შესაძლებლობის ინკლუზიური განვითარება

პროექტის მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უფლებებზე დაფუძნებული ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა

  • პროექტის ხანგრძლივობა: 2022 – 2023
  • პროექტის აღწერა: საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჯერ კიდევ აწყდებიან სხვადასხვა გამოწვევას ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ეს ეხება არა მხოლოდ ფიზიკურ ხელმისაწვდომობას სამედიცინო დაწესებულებებზე, არამედ იმგვარ ბარიერებს, როგორიცაა შეუსაბამო დამოკიდებულება და სტიგმა, ასევე, ჯანდაცვის სპეციალისტების არასათანადო უნარები. აღნიშნული სიტუაცია გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით, კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა ჯანდაცვის სისტემაში ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით, საქართველოს კანონმდებლობაში კვლავ რჩება ხარვეზები, რომლებსაც სჭირდება საერთაშორისო გამოცდილებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მოდელთან ჰარმონიზაცია. აღნიშნულის მიზანია ჩამოყალიბდეს სამართლებრივი საფუძველი მიმართული თანასწორობისა და არადისკრიმინაციული პრინციპების დანერგვისაკენ, რომელზე დაყრდნობითაც, დაინერგება გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი სერვისები ჯანდაცვაში; ჯანდაცვის სპეციალისტები ნაკლებად იცნობენ შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ეს საკითხი არ არის მოცული სამედიცინო განათლების სისტემაში, ეს უკანასკნელი კი ჯერ კიდევ ორიენტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის სამედიცინო მოდელზე.

აღნიშნული ხარვეზები თავს იჩენს ჯანდაცვის სპეციალისტების დამოკიდებულებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ და აისახება მათთვის გაწეული ჯანდაცვის სერვისების ხარისხში.

ხსენებული პრობლემის საპასუხოდ, UNFPA საქართველოს ადგილობრივი ოფისი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან პარტნიორობით, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პარტნიორობის მრავალ-პარტნიორული ნდობის ფონდის დაფინანსებით, იწყებენ ახალ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ერთობლივი პროგრამის განორციელებას „ნურავის გამოვტოვებთ – პოლიტიკიდან პრაქტიკისკენ შეზღუდული შესაძლებლობის ინკლუზიური განვითარება საქართველოში“. UNFPA-სა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ერთობლივი აქტივობების მთავარი მიზანია საფუძველი დაუდონ სამართლიანი და ინკლუზიური წვდომის უზრუნველსაყოფას ხარისხიან და გენდერის შესაბამისი ჯანდაცვის სერვისებზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რომელიც შესაბამისობაში იქნება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.

2022 წელს UNFPA საქართველო და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გუნდი იმუშავებენ შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზზე და საქართველოს პარლამენტს მიაწვდიან რეკომენდაციებს საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე ჯანდაცვის სფეროში, რომელიც შესაბამისობაში იქნება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან. კერძოდ, ცვლილებები შეეხება კანონს პაციენტების უფლებების შესახებ, კანონს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ და კანონს სამედიცინო საქმიანობის შესახებ. აღნიშნული შედეგი მხარს დაუჭერს თანასწორობას, დაეფუძნება არადისკრიმინაციულ პრინციპებს და იქნება ხელმისაწვდომობის წინაპირობა ინკლუზიური ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფისთვის შშმ პირთათვის. ასევე, ხელს შეუწყობს გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი სერვისების განვითარებას და სტანდარტებისა და გზამკვლევი დოკუმენტების განახლებას.

აღნიშნულის შემდეგ, 2023 წელს პროექტი მხარს დაუჭერს ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას ტრენინგების, საგანმანათლებლო მასალისა და ჯანდაცვის სპეციალისტებისა და პროფესორების კვალიფიკაციის ამაღლების გზით ისე, რომ სერვისის პროვაიდერების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიაწვდიან გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობების შესაბამის ჯანდაცვის სერვისებს, მათ შორის სქესობრივი და რეპროდუქციულ სერვისებს.

  • პროექტის შედეგები: განახლდება საქართველოს ჯანდაცვის კანონმდებლობა და ჰარმონიზებული იქნება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციასთან; განახლდება ჯანდაცვის დაწესებულებების კომუნიკაციის სტანდარტი (ექიმი-პაციენტის კომუნიკაცია); ანახლებულ კომუნიკაციის სტანდარტის შესაბამისად შემუშავდება და გაიმართება ტრენინგები ჯანდაცვის სპეციალისტისთვის, მათ შორის, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებისთივს.
  • დონორი: გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პარტნიორობის მრავალ-პარტნიორული ნდობის ფონდი
  • ბიუჯეტი: 41 600 დოლარი

UNFPA   UNPRDP