გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში

გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში

პროექტის სახელწოდება: გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში

  • პროექტის ხანგრძლივობა: ივნისი 2020- დეკემბერი 2023
  • პროექტის პარნიორი: ზრუნვის სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტრო
  • პროექტის აღწერა: პროექტის მიზანია ბენეფიციარების ინდივიდუალურ საჭიროებაზე დაფუძნებული, ზრდასრულთა  ალტერნატიული სოციალური სისტემის განვითარება საქართველოში. კერძოდ, პროექტი მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორი დიდი საცხოვრისის (მარტყოფი და დუშეთი) დე-ინსტიტუციონალიზაციის პროცესს  და ამ დაწესებულებების ბენეფიციარებისთვის შესაბამისი საოჯახო ტიპის სერვისების განვითარებას. პროექტი ინიცირებულია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ და სრულად ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ ხელმოწერილი და რატიფიცირებული, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციას და შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე ეროვნულ პოლიტიკას. პროექტის მიზანი მიღწეული იქნება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული კომპლექსური სტრატეგიების განხორციელების საშუალებით. პროექტის სტრატეგია ეფუძნება შემდეგ მიმართულებებს:

    პროექტის სამუშაო ჯგუფი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (MoIDPLHSA) სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, პოლიტიკის შემმუშავებელთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემისა და სფეროს ექსპერტების მონაწილეობით, რომელიც ჩეხ ექსპერტთან თანამშრომლობით განიხილავს და მოამზადებს რეკომენდაციებს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. ასევე მეთვალყურეობას გაუწევს პროექტის მიმდინარეობას;

    ნორმატიული მარეგულირებელი პაკეტის მომზადება/განახლება ზრდასრულთა საოჯახო ტიპის სერვისების ჩამოყალიბებისთვის (ხარისხის მართვის სახელმძღვანელო, კონცეფცია, დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია, ტექნიკური რეგლამენტი, შესაბამისი კანონმდებლობისა და რეკომენდაციების მიმოხილვა, მონიტორინგის ჩარჩო დოკუმენტი, ა.შ);

    ბენეფიციარების ეფექტური ტრანსფორმაციის პროცესის ხელშეწყობა: ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებების და ასევე, საცხოვრისების პერსონალის შეფასება, ყველა ჩართული მხარის სწავლება და განათლება, საოჯახო ტიპის სახლებში პერსონალთან ერთად  ბენეფიციარების მაქსიმალურად დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება. გაზიარებული იქნება ჩეხური გამოცდილება ჩეხი ექსპერტის ჩართულობით. დაიგეგმება ჩეხეთის რესპუბლიკაში სასწავლო ვიზიტები პოლიტიკის შემმუშავებლების, სერვისის მიმწოდებლების, სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის;

    ახალი სერვისებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარება: (5-6 საოჯახო ტიპის სახლების/ბინების და მარტყოფში არსებული ნაგებობის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებისთვის აშენება/გარემონტება და აღჭურვა);

    ცნობიერების ამაღლების კამპანია: სათანადო ინფორმაციული გარემოს შექმნა ბენეფიციარების საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის, საზოგადოებისა და ადგილობრივი პოლიტიკის შემმუშავებლების ცნობიერების ამაღლების გზით.

    მთლიანობაში, პროექტის პირდაპირი სამიზნე  ჯგუფია  დუშეთის საცხოვრისის  47 და მარტყოფის  68 ბენეფიციარი და დაახლოებით მზრუნველობის სახლების  115 თანამშრომელი. 
  • ბიუჯეტი: 825,400
  • დონორი: ჩეხეთის განვითარების სააგენტო

Czech Development Agency - Logo (1) logo_ka    atip