სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა  ხულოს მუნიციპალიტეტში

სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში

პროექტის სახელწოდება: სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა  ხულოს მუნიციპალიტეტში 

  • პროექტის ხანგრძლივობა: ივნისი 2017- თებერვალი 2021
  • პროექტის პარტნიორი: ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელი,  PMC კვლევითი ცენტრი
  • პროექტის აღწერა: პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციით. პროექტის სამიზნე ჯგუფებია: ადგილობრივი ფერმერები, ადგილობრივი სასტუმრო სახლების (გესთჰაუსი) ოპერატორები და ტურისტული სერვისების მიმწოდებლები,  ადგილობრივი საკვების მწარმოებლები და ხელსაქმის ოსტატები, ადგილობრივი თემების წევრები (მათ შორის სამოქალაქო ორგანიზაციები, ახალგაზრდული ჯგუფები და ა.შ.), ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ხულოს განვითარების სტრატეგიას. სტრატეგიით შემუშავებული პრიორიტეტების მიხედვით მომდევნო ეტაპზე თანადაფინანსების საფუძველზე გაიცემა გრანტები.
  • ბიუჯეტი: 2,000,000 ევრო
  • დონორი: ENPARD


    ENPARD-Horizontal-Eng