სასწრაფო დახმარების მომსახურების  გაუმჯობესება ომალოში
2. სექტემბერი 2019 დასრულებული პროექტები

სასწრაფო დახმარების მომსახურების გაუმჯობესება ომალოში

პროექტის სახელწოდება:  სასწრაფო დახმარების მომსახურების  გაუმჯობესება ომალოში

  • პროექტის ხანგრძლივობა: ივნისი 2016- ივნისი 2016
  • პროექტის აღწერა: პროექტის მიზანს  თუშეთის რეგიონში პირველადი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესება წარმოადგენდა.  ამ მიზნით, ჩვეულებრივი მანქანის  სასწრაფოს მანქანად  მოდიფიცირება  განხორცილდა, რომელიც შესაბამისი თანამედროვე სამედიცინო  ტექნიკით აღიჭურვა, და მასზე პროფესიონალი სამედიცინო ჯგუფი მუშაობს.პროექტის შედეგი:  ახმეტის მუნიციპალიტეტს მიეწოდა მოდიფიცირებული და სრულად აღჭურვილი პირველი სასწრაფო დახმარების მანქანა, თუშეთის რეგიონისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ  გამოყოფილ იქნა სამი სამხედრო ექიმი და სამი მედდა, რომლებმაც სპეციალური სწავლება გაიარეს სამუშაო დატვირთვის და რეგიონის სპეციფიკაციის გათვალისწინებით შემდეგ საკითხებში: გულმკერდის ტრამვა, თერმული დაზიანება, სუნთქვის დარღვევა, ჟანგბადის მიწოდება და ვენტილაცია,  სპეციფიკური მოსახლეობა,  ტრამვირებული პაციენტების პირველადი და მეორადი დახმარება, ტრამვის კინემატიკა, შოკი, ცენტრალური და ნერვული სისტემის ტრამვები.
  • ბიუჯეტი: 12 800 ევრო
  • დონორი: ჩეხეთის განვითარების სააგენტო 


    Czech Development Agency - Logo (1)