ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა
8. სექტემბერი 2021 დასრულებული პროექტები

ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა

პროექტის სახელწოდება: რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა

  • პროექტის ხანგრძლივობა: აგვისტო 2021 - ნოემბერი 2021
  • პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შეაფასონ „მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების“ განხორციელების კუთხით არსებული პროგრესი. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს აღნიშნული გეგმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ნარჩენების გადამუშავების პროცესების პილოტირებასა და კოოპერაციული მოდელების შემდგომი დანერგვის კუთხით. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტები მიიღებენ „მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების“ განახლებისთვის და ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და გადამუშავების ეფექტიანი სისტემების დანერგვისთვის საჭირო შესაბამის მხარდაჭერას. პროექტის სამიზნე ჯგუფებია რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე ნარჩენების მართვაში ჩართული დაინტერესებული მხარეები, სკოლის ბავშვები და მასწავლებლები, ფერმერები (საოჯახო მეურნეობები). პროექტი ფოკუსირებულია შესაძლებლობათა გაძლიერებასა და მუნიციპალურ მთავრობებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ნარჩენების სეპარირების, გადამუშავებისა და კომპოსტირების საკითხებში საუკეთესო გამოცდილების დანერგვის კუთხით. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მხარდაჭერასა და მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და რეგიონულ დონეზე ნარჩენების მართვაში მუნიციპალიტეტთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობაზე.
  • პროექტის შედეგები: მუნიციპალური ნარჩენების მართვის არსებული გეგმების შესრულების პროგრესის შეფასება და მათი განხორციელების პროცესში ბარიერების განსაზღვრა; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში ნარჩენების სეპარირებული მართვის და გადამუშავების მუნიციპალიტეტთაშორისი მოდელის შემუშავება და დანერგვა; ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავე-ბის შესახებ ინფორმაციის შემცველი სარეკლამო (პრომო) ურნების შეძენა, მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემა, მათი განთავსება და ნარჩენების სეპარირებული შეგროვების მეთოდოლოგიის პილოტირება; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების შესახებ საგანმანათლებლო მასალების გავრცელებით, სკოლის მოსწავლეებისთვის ლექციებისა და მასწავლებლებისთვის ToT (ტრენერთა-ტრეინინგის) ჩატარებით; სახლის პირობებში კომპოსტირების პრაქტიკების პუპულარიზაცია საოჯახო მეურნეობებში.
  • დონორი: ევროკავშირი, KFW
  • ბიუჯეტი: 52 500 ევრო

EU4Georgia Horizontal Geo   KFW logo   pem-logo-rgb