მწვანე აქტივობების მხარდაჭერა ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით

მწვანე აქტივობების მხარდაჭერა ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით

პროექტის სახელწოდება: მწვანე აქტივობების მხარდაჭერა ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით

  • პროექტის ხანგრძლივობა: ივლისი 2020- ივლისი 2021
  • პროექტის პარტნიორი: SOSNA
  • პროექტის აღწერა: მოსახლეობის ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით, პროექტი ეხმარება საქართველოს მთიან მუნიციპალიტეტს, შეიმუშაოს ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა, ნარჩენების მართვის ადგილობრივი გეგმისა და სხვა ეროვნული სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ, სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მდებარე ონის მუნიციპალიტეტისთვის შემუშავდება მყარი ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების მოდელი, სამოქმედო გეგმასთან ერთად. ასევე ყურადღება გამახვილდება ისეთ ქმედებებზე, რომლებიც ფოკუსირებულია ბიოდეგრადირებადი ნარჩენების გამოყენების მართვის  პრაქტიკის დანრგვაზე. ნარჩენების გადამუშავების საქმეში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდება რამდენიმე კამპანია. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ქმედებები პერმანენტულად იქნება დოკუმენტირებული და შეტანილი იქნება რეპლიკაციის სტრატეგიაში. სლოვაკეთის და საქართველოს ექსპერტთა გუნდი განიხილავს ევროკავშირის არსებულ საუკეთესო პრაქტიკებს / მოდელებს მთიანი რეგიონებისთვის ნარჩენების გადამუშავების მენეჯმენტზე და შეარჩევს სამ ყველაზე შესაბამის მოდელს, რომელიც გამოუენებული იქნება ონის მუნიციპალიტეტში. არჩეული მოდელები საჯაროდ იქნება განხილული ონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და მოსახლეობასთან. 
  • ბიუჯეტი: 176 566 ევრო
  • დონორი: სლოვაკეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტო (Slovak Aid)

slovakaid_gis_male_0 Sosna logo_square