ხილის სახეობების გაშენება ხულოს მუნიციპალიტეტში

ხილის სახეობების გაშენება ხულოს მუნიციპალიტეტში

პროექტის სახელწოდება: ხილის სახეობების გაშენება ხულოს მუნიციპალიტეტში

  • პროექტის ხანგრძლივობა: აგვისტო 2014- დეკემბერი 2015
  • პროექტის აღწერა: პროექტი ხულოს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში განხორციელდა: დიოკნისი, დიდი აჭარა და მანიაკეთი, რაც ემსახურებოდა მეწყერული რისკების შემცირებას და ამასთან თემის დივერსიფიცირებული მეწარმეობის მხარდაჭერას, კერძოდ ფერდობებსა და ტერასებზე ბაღების გაშენებას, რაც პროექტის განხორციელებისას იქნა მიღწეული.მეწყერული და სხვა გეოდინამიკური პროცესები (მაგ. ქანების/ქვების ზვავი, ღვარცოფი, ეროზია)  ზემო აჭარის რეგიონისთვის (განსაკუთრებით ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია) მთავარ ბუნებრივ საშიშროებას წარმოადგენს.  პროექტის განხორციელების პერიოდში, სამიზნე თემის ტერიტორიაზე ორი ახალი მეწყერული ზონა წარმოიქმნა (ორივე დიოკნისი და დიდი აჭარას დამაკავშირებელ გზაზე). არსებულ ეკოლოგიურ კატასტროფასთან მიმართებაში პროექტის უმთავრესი მიდგომა გამოიხატა ეფექტურ ღონისძიებაში - მეწყერული საშიშროების ფერდობების  შესაბამისი  ხეხილით და ბუჩქის ჯიშებით დარგვით გამაგრება.
  • ბიუჯეტი: 39 468 ევრო
  • დონორი: UNDP, ჩეხეთის განვითარების სააგენტო 



    undp      Czech Development Agency - Logo (1)