აუტიზმის სპექტრის მქონე პირების სერვისების  გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში

აუტიზმის სპექტრის მქონე პირების სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში

პროექტის სახელწოდება: აუტიზმის სპექტრის მქონე პირების სერვისების  გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში

  • პროექტის ხანგრძლივობა: ივნისი 2019-ივნისი 2021
  • პროექტის პარტნიორი: ჯანდაცვის სამინისტრო, ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაცია, ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემია
  • პროექტის აღწერა: პროექტის მიზანია აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდების და ზრდასრულების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და საქართველოში ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.  პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ.  პროექტი შეიქმნა  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ბავშვის განვითარების ინსტიტუტის  მჭიდრო თანამშრომლობით.პროექტის შექმნის პროცესში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ განხორციელებული პროექტის „საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდებისთვის სერვისების განვითარება“ შედეგები იქნა გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში სამინისტროს მიერ აუტიზმის სპექტრის მქონე პირების აშლილობის გამოვლენის, დიაგნოსტიკის და მართვის სახელმწიფო პროტოკოლი იქნა  დამტკიცებული, ხოლო ახლად მიღებული სახელმწიფო პროტოკოლი საქართველოს ოთხ რეგიონში იქნა დანერგილი. აღნიშნული ღონისძიების შედეგად, სფეროში მომუშავე 117 პროფესიონალი აუტიზმის ადრეული გამოვლინების საკითხებში იქნა გადამზადებული; პროფესიონალური სწავლების პროცესში 34 ქცევის გამოყენებითი  ანალიზის მაგალითი იქნა შესწავლილი (ABLLS-Rand “Essential of Living”);  საქართველოს ოთხ რეგიონში - აჭარა, იმერეთი, სამეგრელო და კახეთი აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვების გრაფიკი - 2  (ADOS-2) ინსტრუმენტის საშუალებით აუტიზმის დიაგნოსტიკა უკვე შესაძლებელია, რომელსაც პროექტის ფარგლებში გასწავლული ადგილობრივი სპეციალისტების გუნდი მართავს. საქართველოს მასშტაბით, კერძოდ თბილისის 192-ე,  ზუგდიდის 15-ე  და თელავის 7-ე  საბავშო ბაღებში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა ჯფუფები ამოქმედდა. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ დაწყებული სპეციალისტების გადამზადების პროცესი გადაიბარა თბილისის, ზუგდიდის, თელავის  ადგილობრივი საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოებმა. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) და მისი წარმომადგენლობა საქართველოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან,  საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაცისთან (GABA), ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიასთან, სამინისტროსთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდროდ თანამშროლობს. 
  • ბიუჯეტი:  341, 956 ევრო
  • დონორი: ჩეხეთის განვითარების სააგენტო


    Czech Development Agency - Logo (1)