ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიღწევები 2020 წელს
25. იანვარი 2021 ახალი ამბები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიღწევები 2020 წელს

2020 წელი მართლაც ყველაზე უჩვეულო იყო. ყოველი ჩვენგანის ცხოვრება და სამუშაო სტილი მოულოდნელად შეიცვალა, მოიტანა ბევრი პერსონალური და პროფესიული წინაღობა, რომლის გადალახვაც მოგვიწია.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა (CCR) საქართველოში შეძლო გადაელახა ზემოთ მოხსენებული გამოწვევები ძირეული უკუგების გარეშე. უფრო მეტიც, შევძელით, რომ დაგვეფიქსირებინა განსაკუთრებული ზრდა ჩვენი საქმიანობის მიმართულებით და ვუზრუნველყავით შიდა პროცესების და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება.

ახალი თანამშრომლობები და განმტკიცებული პარტნიორობა არსებულ დონორებთან

2020 წლის განმავლობაში ჩეხეთის რესპუბლისკის კარიტასმა გაამყარა არსებული მრავალ წლიანი პარტიორობა ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან და დაიწყო ორი ახალი პროექტი. მაისში, ჩვენ დავიწყეთ ‘’პირველადი ჯანდაცვის სისტემის ხელშეწყობა საქართველოში - II ფაზა’’ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას საქართველოში. ხოლო ივლისში დავიწყეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ზრდასრული პირების სერვისების დეინსტიტუციონალიზების პროექტი, რომლის მიზანია ალტერნატიული სოციალური სერვისების შექმნა და განვითარება. ორივე პროექტს ვახორციელებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და მის დამქვემდებარებულ ინსტიტუტებთან ერთად, მათ შორისაა: დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯამრთელობის ეროვნული ცენტრი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
128606405_2793683707543328_2687081190616013273_o
აგრეთვე, ახალი პარტნიორების სახით - ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა გაიმდიდრა ინსტიტუციური დონორების პორტფოლიო - SlovakAID-თან და UNICEF-თან მიღწეული საერთო საპროექტო ინტერვენციებით. SlovakAID-თან ერთად განვახორციელეთ ორი პროექტი რაჭაში: პირველი მათგანი მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებას ონის მუნიციპალიტეტში, ხოლო მეორე პროექტის მიზანია COVID-19-ით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური გავლენის შემცირება ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში.

117312668_3452053014841208_2470203688599567751_o
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პირველადი ჯანდაცვის სისტემის კომპონენტების გაძლიერება და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის უწყვეტი სერვისების უზრუნველყოფა პანდემიის დროს არის UNICEF-ის მიერ დაფინანსებული ორი პროექტის მიზნები. მოცემული პროექტების მეშვეობით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა შეძლო საკუთარი პოზიციის უფრო მეტად გამყარება, საქართველოში ჯანდაცვის სისტემის განვითარების მიმართულებით.

ბოლოს კი ყურადღებას გავამახვილებ,  MASHAV-ის წვლილის შესახებ. მატერიალური დონაცია გადმოგვეცა, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ ორ პროექტში: ზუგდიდის ონკოლოგიური სკრინინგ ცენტრისთვის ისრაელის განვითარების სააგენტომ შეისყიდა სამედიცინო აღჭურვილობა, ხოლო ინტეგრირებული საბავშვო ბაღისთვის, რომელიც თბილისში მდებარეობს უზრუნველყო შესაბამისი სათამაშოები, რათა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს ეთამაშათ. 
DSC_2046

 მოქნილი ორგანიზაცია, განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდში

COVID-19 პანდემიის აფეთქების შემდეგ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა აჩვენა მაქსიმალური მოქნილობა და შესაბამისი რეაქცია ახლად შექმნილ საჭიროებებზე - სწრაფი და მიზანმიმართული რეაგირებით. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო ონლაინ ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება COVID-19-ის საეჭევო შემთხვევების მენეჯმენტის მიმართულებით, რომელსაც ესწრებოდა სოფლის ექიმების 76 % (დააახლოებით 1000 მდე ექიმი), მთელი საქართველოს მასშტაბით. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯამრთელობის ეროვნული ცენტრთან (NCDC) ერთად, შევქმენით ლაბორატორიული ინფორმაციის გადამუშავების სისტემა, COVID-19-ის ეფექტური მეთვალყურეობისთვის. მოცემული სისტემის წყალობით, ინფორმაციის მიმოქცევა COVID-19-ის ტესტირების ობიექტებიდან ყველა პასუხისმგებელ დაწესებულებამდე უზრუნველყოფილია.

პანდემიის დროს ხარისხიანი სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიწოდების მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა მცხეთა-მთიანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლის ამბულატორიებს და სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ ბავშვთა და მოზარდთა საოჯახო ტიპის საცხოვრებლებს გადასცა პირადი დამცავი აღჭურვილობა, კომპიუტერები, ლეპტოპები და სხვა IT მოწყობილობები. ჩვენი დახმარებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩატარდა საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანია, სადაც COVID-19-ის პანდემიის პირველი ტალღის დარტყმა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო საქართველოს მასშტაბით.

სხვა მიღწევები

COVID-19-თან დაკავშირებული მიღწევების გარდა, ჩვენ შემდეგი წარმატებები გვქონდა:

  • ENPARD ხულოს პროექტის ფარგლებში, ჩვენ გავეცით 791 640 ევრო, საგრანტო პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც მიზნად ისახავს ხულოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. 55 საგრანტო პროექტი უკვე დასრულდა, ხოლო 8 დასრულდება 2021 წლის იანვარში. ამ პროცესის წყალობით შეიქმნა დაახლოებით 150 სამუშაო ადგილი.
  • სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დავეხმარეთ ოჯახის მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის საოჯახო სტილის სერვისის შექმნაში. ამ მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა დაწესებულების თანამშრომლებს ჩაუტარა შესაბამისი ტრენინგი და გადასცა 22 ათასი ლარის ღირებულების ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი ავეჯი.
  • ზუგდიდის ონკოლოგიური სკრინინგ ცენტრი აღიჭურვა 70,000 ევროს ღირებულების ქირურგიული და სხვა სამედიცინო აპარატურით. პანდემიის მიუხედავად, ცენტრმა მოახერხა თითქმის 1500 ადამიანს მომსახურებოდა სკრინინგის უფასო სერვისით. კიბოს პრეცენციის და ადრეული გამოვლენის შესახებ საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ინფორმაციაა პირდაპირი გზებით მიიღო 1800 ადამიანმა.
  • აუტისტური სპექტრის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტი დამტკიცდა 2020 წლის დეკემბერში, MoILHSA-ს მიერ. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ადვოკატირების კამპანიის წყალობით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მუნიციპალური მომსახურების პროგრამები უზრუნველყოფილია რუსთავის, ოზურგეთის და ახალციხის მუნიციპალიტეტების მიერ.
  • COVID-19-ის უარყოფითი ეკონომიკური ზეგავლენის შესამსუბუქებლად, ჰუმანიტარული დახმარება მიიღო რაჭის რეგიონის 154 ოჯახმა, ხოლო კრიზისის პირობებში ბიზნესის შენარჩუნებაში დავეხმარეთ 25 ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს მცირე გრანტების მეშვეობით.
  • ჯამში, 100,000 ევროს ღირებულების, 14 კუბური მეტრის მოცულობის ნაგვის მანქანა და ნარჩენების კონტეინერები გადავეცით დუშეთის მუნიციპალიტეტს.
    IMG_7487

შიდა ორგანიზაციული გაუმჯობესებები და ევროკავშირის ECHO პარტნიორობის სერტიფიცირება

ბოლო 12 თვის განმავლობაში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, პროექტების წარმატებულად განხორციელების აღნიშვნების გარდა, მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას შიდა ორგანიზაციულ სტანდარტიზირების პროცედურებში. კერძოდ შევიმუშავეთ: სახელმძღვანელო პოლიტიკის დოკუმენტები უსაფრთხოების, ფინანსური ზედამხედველობის, გარემოზე ზემოქმედების და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით - როგორც დონორებთან ასევე ბენეფიციარებთან მიმართებაში.

ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების (ECHO) გენერალურმა დირექციამ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის შიდა სტანდარტები და სამუშაო ხარისხი დადებითად შეაფასა და დაადასტურა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები ერთობლივად, მაღალი ხარისხის ეფექტურ ჰუმანიტარული ტიპის პროექტებს განახორციელებენ 2021-2027 წლების პერიოდში. სერთიფიცირებისთვის, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასში ჩატარდა შიდა ორგანიზაციული აუდიტი. შეფასების სახით კი მივიღეთ, უმაღესი ნიშანი, არსებული შესაძლებელი ვარიანტებიდან.