როგორ ამცირებს კარიტასი გარემოს ზეგავლენას
14. აპრილი 2021 ახალი ამბები

როგორ ამცირებს კარიტასი გარემოს ზეგავლენას

ჩეხეთის კარიტასი ხშირად პასუხობს ადამიანის მიერ გამოწვეულ კატასტროფებს, რომლებიც გავლენას ახდენენ საზოგადოების სხვადასხვა ფენებეში მსოფლიო მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ ომები თვალსაჩინო კრიზისს ქმნის, ჩვენთან დაკავშირებული საკითხების მზარდი რაოდენობა ეხება გარემოს და მის გაუარესებას.

გამოწვევები რომლებსაც ვაწყდებით

კლიმატის ცვლილებები, როგორც გარემოზე ადამიანის ზემოქმედების შედეგი, უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ამასთან, ჩვენი გამოცდილებიდან კარგად ვიცით, რომ თემები, რომლებთანაც ვმუშაობთ, ბევრად უფრო მძიმედ მოქმედებს გარემოს დეგრადაცია,  რაც იწვევს კლიმატის ცვლილებების სერიებს, გვალვიდან დაწყებული წყალდიდობებით დამთავრებული ნიადაგის ეროზიით. ამას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს ადამიანების არსებობისთვის. ამავე დროს, ჰუმანიტარულ საქმიანობას შეიძლება ჰქონდეს არასასურველი უარყოფითი შედეგები ადგილობრივ გარემოზე. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ტყეების გაჩეხვა თუ წყლის დაბიძურება არასათანადო მენეჯმენტის გამო. პრობლემები მხოლოდ გაიზრდება. ამ გამოწვევების დასაძლევად კი ახლავე უნდა ვიმოქმედოთ.

რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით

ჩვენ გვჯერა, რომ ცვლილებები პირველ რიგში საკუთარი თავიდან უნდა მოდიოდეს. ჩვენ ახლახანს განვაახლეთ ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკა, რომ უკეთესად გავუმკლავდეთ კონკრეტულ ამოცანებს, რომლებიც დაკავშირებულია გარემოზე საკუთარ გავლენასთან. ჩვენ ასევე მივდივართ ჩვენი მისიების გარემოსდაცვითი ღონისძიებების გადასაჭრელად, მწვანე ოფისის მენეჯმენტიდან, უფრო მდგრადი შესყიდვებისა და კლიმატის გათვალისწინებით. მაგრამ ჩვენი ძალისხმევის ძირითადი ნაწილი ახლა ორიენტირდება იმაზე, თუ როგორ ვგეგმავთ და ვახორციელებთ ჩვენს პროექტებს.

beneficiary from tusheti

დონორების ძალისხმევა სიმწვანისთვის და განვითარებისთვის

ამავდროულად, ჩვენი ქმედებები უკავშირდება საერთაშორისო დონორების მზარდ ძალისხმევას ჰუმანიტარული დახმარების გარემოზე ზემოქმედების შემცირებისა და თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. ეს ძალისხმევა ემთხვევა ემთხვევა ევროპულ მწვანე გარიგებას, რომელიც წარმოადგენს პოლიტიკურ ინიციატივებს და მიზნად ისახავს ევროპაში კლიმატის ნეიტრალური გახანგრძლივებას 2050 წლისთვის.

დონორები ხელს უწყობენ ინიციატივებს, როგორიცაა სუფთა ენერგიის შემუშავება, მდგრადი შესყიდვები ან ნახშირბადის გავლენის შემცირებას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში. თუ ამ ზომების მოთხოვნებად დავნერგავთ ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ უფრო მეტის გაკეთებას გარემოსთვის, რესურსების საჭირო ადგილზე განთავსებით.

ჩეხეთის კარიტასი მზადყოფნაშია მონაწილეობა მიიღოს უკეთესი გარემოსა და ჩვენი პლანეტის გაუმჯობესებული ცხოვრებისთვის