მაშავის ფონდმა თბილისის 192 საბავშვო ბაღს სათამაშოები გადასცა
8. აპრილი 2021 ახალი ამბები

მაშავის ფონდმა თბილისის 192 საბავშვო ბაღს სათამაშოები გადასცა

ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტერ მიკისკა თბილისის 192 საბავშვო ბაღს ეწვივნენ. ისრაელის საელჩომ და  ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრმა („მაშავი“) შეიძინა  სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის განკუთვნილი სათამაშოები და საჭირო მასალები, რომელიც გადაეცა საბავშვო ბაღს.  

ჩეხეთის რესპუბლიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ხელშეწყობით 2018 წლის აპრილში 192-ე საჯარო ბაღში ოფიციალურად გაიხსნა „გარდამავალი ჯგუფი“, რომელსაც 4 ადრეული განვითარების სპეციალისტი ხელმძღვანელობს. ჯგუფი აღიჭურვა საჭირო ინვენტარითა და რესურსით, რაც ნებისმიერი განვითარების მქონე ბავშვისთვის ხელმისაწვდომსა და სასურველს ხდის გარემოს. სპეციალისტები თითოეულ ბავშვთან მათი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მუშაობენ.  „გარდამავალი ჯგუფის“ მთავარ მიზანს აუტიზმის სპექტრის მქონე და სხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს ასაკის შესაბამის ჯგუფებში უმტკივნეულოდ გადასვლა და ინტეგრაცია წარმოადგენს.

გასულ წელს, ისრაელის საელჩოს და მაშავისცენტრის მხარდაჭერით, ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს გადაეცა გინეკოლოგიური და ქირურგიული ხელსაწყოები.

mashav Czech Development Agency - Logo (1)