ხულო Fest 2019
25. აგვისტო 2019 ახალი ამბები

ხულო Fest 2019

2019 წლის 25 აგვისტოს, ხულოს მუნიციპალიტეტში, დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხულოს LAG-ი მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერით ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალი ოფიციალურად გახსნეს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა ეკატერინე მესხრიკაძემ, ჩეხეთის საელჩოს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელმა იან ჩერნიკმა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ.

ფესტივალის მიზანი იყო ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია. ვიზიტორების მოზიდვის მიზნით ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი პროდუქტები, ხელნაკეთი ნივთები, გარდა ამისა ტურისტული ადგილების წარმომადგენლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია სხვადასხვა ტურისტული ადგილების შესახებ.

ფესტივალი მოეწყო პროექტ „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG) ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.