ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს 55 ჟანგბადის კონცენტრატორი გადასცა.
16. მარტი 2021 ახალი ამბები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს 55 ჟანგბადის კონცენტრატორი გადასცა.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს 55 ჟანგბადის კონცენტრატორი გადასცა. სამედიცინო მოწყობილობა ვიშეგრადის ფონდისა და სამხრეთ კორეის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითაა შეძენილი.

„საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან 55 ჟანგბადის კონცენტრატორი გადმოეცა. ეს სახელმწიფო კლინიკებს კიდევ უფრო გააძლიერებს“-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
 
ვიშეგრადის ფონდი დონორი ორგანიზაციაა, რომელიც 4 ქვეყანას წარმოადგენს: ესენია-პოლონეთი, ჩეხეთი , უნგრეთი და სლოვაკეთი. ფონდი ხელს უწყობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებას“-ამის შესახებ საქართველოში უნგრეთის ელჩმა, ვიქტორია ჰორვატიმ განაცხადა.

პროექტის მიზანი პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერაა. ამასთან ერთად, პროექტით გათვალისწინებულია კოვიდ-19-ის ყველა დონის სასტუმროების პერსონალის ცოდნის გაუმჯობესება. ეს მათ დაეხმარებათ საკარანტინე ზონებსა და კლინიკურ სასტუმროებში მყოფი პირებისთვის სამედიცინო მომსახურების დროულად და ხარისხიანად მიწოდებაში.

პროექტი ასევე მოიცავს ტექნიკურ დახმარებას პირველადი ჯანდაცვის მუშაკებისთვის, რათა მათ უკეთ შეძლონ პანდემიასთან გამკლავება თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში. ამ მიმართულებით თანამშრომლობა მიმდინარეობს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან.ამასთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სტუმრებთან ერთად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.