CCRG-ის შესახებ

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა საქართველოში საქმიანობა 2008 წელს დაიწყო. 2015 წლამდე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის (CCR) პროექტები ძირითად  ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით ხორციელდებოდა. 2014 წელს, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, ბუნებრივ ნაბიჯად ჩაითვალა ქვეყანაში წარმომადგენლობის  გახსნა.

2015 წელს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის (CCRG) წარმომადგენლობა საქართველოში ოფიციალურად დარეგისტრირდა („ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველო“ სახელწოდების ქვეშ, CCRG) და თანამშრომელთა პროფესიონალური გუნდი შეიქმნა. მას შემდეგ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში ფოკუსირებულია  (არამხოლოდ ჯანმრთელობის და სოციალური ზრუნვის საკითხებზე, არამედ  სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების და ბუნებრივი რესურსების მართვაზე.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) მხარდაჭერას უწევს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიცაა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები, მუშაობს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების საკითხებზე, სოფლის მეურნეობის წინსვლაზე, მაღალმთიან რეგიონებში  თემის გაძლიერებასა და სოფლის განვითარებაზე და მიზნად ისახავს საქართველოში ფართე სოციალურ ჩართულობის და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნას. 

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველო (CCRG) უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ანგარიშვალდებულებას სხვადასხვა დონორისა თუ პარტნიორის  წინაშე და ახორციელებს საქმიანობას გამჭვირვალობისა და ეფექტურობის პრინციპების გათვალისწინებით.

ამჟამად, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველო (CCRG) ოპერირებს საქმიანობას თბილისის მთავარი ოფისის და რეგიონალური ოფისის -ხულო (აჭარა) მეშვეობით.