CCR-ის შესახებ

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) https://www.charita.cz/en/ სოციალური და ჯანმრთელობის სერვისების  უმსხვილესი არასამთვარობო  პროვაიდერია.

ქვეყნის შიგნით მიმდინარე აქტივობების გარდა, CCR საზღვარგარეთ განვითარების ხელშემწყობ და ჰუმანიტარულ პროგრამებშია ჩართული, ორგანიზაციის მთავარ სამიზნე ქვეყნებს შორისაა ერაყი, საქართველო, მოლდოვა, მონღოლეთი, ზამბია. 

CCR  ემსახურება  სიღარიბესთან და სოციალურ უთანასწორობასთან ბრძოლას და მხარს უჭერს მდგრად ჰუმანურ განვითარებას, სოციალურ სამართლიანობას და მდგრად სოციალურ სისტემებს, როგორც ჩეხეთის რესპუბლიკაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 1995 წელს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი,  ევროპული  და საერთაშორისო კარიტასის კონფედერაციის სრულუფლებიანი წევრი  გახდა.  ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმატების გასაღები კარიტასის საერთაშორისო ქსელთან მუდმივ თანამშრომლობაშია.